spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაზე მეტად "ოცნებას" ის უხარია, რაც ახლა ოპოზიციურ...

“ყველაზე მეტად “ოცნებას” ის უხარია, რაც ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ხდება” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:

მივმართავ ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს, ვინც ბოლო თვეებში მათი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას კრიტიკითაა დაკავებული.

(მე არც ნიკა მელიას მომხრე ვარ და არც მოწინააღმდეგე, ნეიტრალური გარე დამკვირვებლის პოზიციიდან ვწერ).

ვთქვათ, ნიკა მელია არ მოგწონთ. კი ბატონო. მაშინ ვინ გინდათ ამ პარტიის ლიდერად და, რაც მთავარია, როგორი უნდა იყოს ეს ლიდერი, რა უნდა გააკეთოს?

ოღონდ არ თქვათ, ახლა, მიშაო. მიშა ციხეში ზის, არავინ მის გამოშვებას არ აპირებს, ხოლო თვითონ სიგნალებს გვიგზავნის, ქართული პოლიტიკა აღარ მაინტერესებსო. ამ კონტექსტში კიდევ მიშა-მიშას ძახილი მისი პარტიისთვის სასიკვდილო განაჩენია.

მისი ციხიდან გამოშვების მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია და მე მას (ისევე, როგორც ნიკა გვარამიას გამოშვების მოთხოვნას) ასი პროცენტით მხარს ვუჭერ. მაგრამ ეს პოლიტიკური სტრატეგიის ცენტრი ვერ იქნება.

პარტიის აქტიურმა მომხრეებმა ამ პარტიის ბედზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოთ. ეს მხოლოდ ამ პარტიის საქმე არ არის. მოსწონთ თუ არა ეს სხვა ოპოზიციურ პარტიებს და მათ მომხრეებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების მთავარ მოწინააღმდეგე ძალად რჩება, ანუ „ოცნების“ შეცვლის იმედს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების უმრავლესობა მაინც მასთან აკავშირებს.

მაგრამ დღეს ეს პარტია პოლიტიკურად პარალიზებულია და ამას ყველა ვხედავთ. ბიძინას მთავარი ოცნება, რომ ის რადარებიდან გაქრეს, ჯერ არ აღსრულებულა, მაგრამ, ასე თუ გაგრძელდა, ის შეიძლება რეალისტური გახდეს. რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პარტია მკვდრეთით აღდგეს?

ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რომ ამ პოსტით „ოცნების“ წისქვილზე ვასხამ წყალს. ყველაზე მეტად „ოცნებას“ ის უხარია, რაც ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ხდება,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ნოდია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...