spot_img
მთავარიტრაგიკული ფაქტები"დედოფალი მშვიდად გარდაიცვალა ბალმორალში" - ბუკინგემის სასახლის განცხადება

“დედოფალი მშვიდად გარდაიცვალა ბალმორალში” – ბუკინგემის სასახლის განცხადება

გუშინ, დღის ბოლოს, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა სამწუხარო ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა თანამეგობრობის დედოფალი ელისაბედ II.

96 წლის დედოფლის გარდაცვალების შესახებ ცნობა 8 სექტემბრის საღამოს გავრცელდა – “შუადღისით, დედოფალი მშვიდად გარდაიცვალა ბალმორალში” – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

ბრიტანეთის მონარქის გარდაცვალების გამო, მისი 73 წლის ვაჟიშვილი, პრინცი ჩარლზი ავტომატურად გახდება გაერთიანებული სამეფოს და თანამეგობრობის ქვეყნების მეფე.

დედოფალი ელისაბედ II დიდი ბრიტანეთის ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა, ხოლო გვირგვინი 1953 წლის 2 ივნისს დაიდგა და შესაბამისად იგი ყველაზე ხანგრძლივად მართავდა გაერთიანებულ სამეფოს.

ელისაბედ II იყო თანამეგობრობის წევრი 15 სახელმწიფოს, მათ შორის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და კანადის მეთაური, ასევე ანგლიკანური ეკლესიის საერთო მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

📷 The Royal Family

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...