spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"რუსეთის გამარჯვების გულშემატკივრები მომიკითხეთ, გულის წვეთები მოიმარაგონ ყოველ...

“რუსეთის გამარჯვების გულშემატკივრები მომიკითხეთ, გულის წვეთები მოიმარაგონ ყოველ შემთხვევაში” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის გზავნილი გამოქვეყნდა მისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, სადაც რუსეთისთვის მოსალოდნელ კონკრეტულ შეზღუდვებთან დაკავშირებითაა საუბარი. საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, ასევე, უკრაინაში მიმდინარე პროცესებსაც მიმოიხილავს:

ზელენსკის გეგმამ იმუშავა – ევროკავშირი აპირებს გააუქმოს რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რაც ევროპაში რუსი ტურისტების რაოდენობას დაახლოებით ათჯერ შეამცირებს.

ესტონეთმა, ლატვიამ, ფინეთმა, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, დანიამ და ჩეხეთმა უკვე პრაქტიკულად გააუქმეს ვიზების გაცემა. ეს ნიშნავს, რომ ბევრად მეტი ტურისტი, ვისაც ევროპა უარს ეტყვის, ტურისტის საფარქვეშ მიგრანტად ჩამოვა საქართველოში.

ხერსონის აღების შემდეგ უკრაინის სამხრეთის დანარჩენი ოკუპირებული ნაწილი და ყირიმი ძალიან ადვილ სამიზნედ გადაიქცევა და ძალიან მკვეთრად გაიზრდება უკრაინელების ისედაც ძალიან მაღალი მორალი და მოტივაცია. ამას ემატება ისიც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთი მეორის მიყოლებით ხოცავენ მტრის მხარეს გადასულ თანამდებობის პირებს. მათ შორის, გუშინ მოკლეს უკრაინის პარლამენტის მტრის მხარეს ღიად გადასული ერთადერთი დეპუტატი კოვალიოვი. ასევე, პოლიციის უფროსი და რაიონის ხელმძღვანელი.

რუსეთის გამარჯვების გულშემატკივრები მომიკითხეთ. გულის წვეთები მოიმარაგონ ყოველ შემთხვევაში 🙂“, – წერია მიხეილ სააკაშვილის გზავნილში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...