პარასკევი, ნოემბერი 28, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სპეციალური განცხადება

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სპეციალური განცხადება

თიბისი ბანკის ყოფილი მმართველები, ბიზნესმენები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე  თავიანთი განცხადებით ეხმიანებიან საქართველოს პროკურატურის კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 6 სექტემბერს უწყებას დაგეგმილი აქვს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით:

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 6 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში დახურულ შეხვედრაზე მიიწვია. შეხვედრაზე დაგეგმილია პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი უცხოელი ექსპერტის მოსაზრებების თუ დასკვნის წარდგენა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით.

გვსურს შევახსენოთ პროკურატურას, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში დადგენილი წესის თანახმად, ერთადერთი ლეგიტიმური სივრცე, სადაც ბრალდების ორგანომ – პროკურატურამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცოს პირის დამნაშავეობა, არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო პროცესი.

აღნიშნული დახურული შეხვედრა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ცივილიზებულ სამყაროში დადგენილი პრინციპების უხეშ უპატივცემულობას. ჩვენთვის გაუგებარია რას შეიძლება ემსახურებოდეს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ ერთი მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე (რომელზეც ჯერ სასამართლო განხილვა არც კი დაწყებული) გარდა იმისა, რომ სასამართლო პროცესამდე გაგვასამართლონ და გამოგვაცხადონ დამნაშავეებად.

ამგვარი შეხვედრით პროკურატურა ღიად ცდილობს ამ პოლიტიზირებულ საქმეზე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე. ეს მცდელობა აჩვენებს, რომ პროკურატურა გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან და ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისს განიცდის ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

ასევე გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე
რომ აღნიშნულ საქმეზე საჯარო განცხადებებს აქტიურად აკეთებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მედიაში დეტალურად განიხილავენ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს. მმართველი პარტიის ეს წარმომადგენლები საქმის სასამართლოში განხილვის დაწყებამდე,ფაქტობრივი გარემოებების გაყალბებულად და დამახინჯებულად გადმოცემით, ცდილობენ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შექმნას საზოგადოებრივი აზრი ამ საქმესთან დაკავშირებით.

ჩვენ მოვითხოვთ საქმის გამჭვირვალედ წარმართვას, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული ყველა სტანდარტის დაცვით.თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი, აღნიშნულ საქმეზე ჩართოს საერთაშორისო ექსპერტები, მივიჩნევთ, რომ ეს ექსპერტები უნდა იყვნენ არა პროკურატურის მიერ დაქირავებული იურისტები, მათი კვალიფიკაციის მიუხედავად, არამედ მისგან დამოუკიდებელი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტები, რომლებსაც მიეწოდებათ საქმის შესახებ სრული და ყოველმხრივ ინფორმაცია და ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ აზრი მიმდინარე საქმეზე” – აცხადებენ ბიზნესმენები.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: “შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის მიმართ გრძელდება”

„ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული შანტაჟი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნება,...

ლაშა ფარულავა: “კახის თავს ყულფი ნელ-ნელა ვიწროვდება”

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

ComCom-მა სარეკლამო კომუნიკაციის წესების დარღვევისთვის “ტელეიმედი” – 20 000 ლარით, ხოლო “რუსთავი 2” –...

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პროდუქტის განთავსებისა (Pp - Product placement)...

“ვერც სააკაშვილი და ვერც ნაცები ვერ ხვდებიან, რა არის მათი მთავარი პრობლემა…” – მერაბ...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი თავის პოზიციას აფიქსირებს მიხეილ სააკაშვილსა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო შალვა, თქვენ არ ამბობდით, რომ ევროპა ქრისტიანულ ფასეულობებს დაშორდა, რომ ასეთი ევროპა თქვენთვის...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ვატიკანში ვიზიტთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ლელა...

“თქვენი სიბეცის გამო, ყველას წაგვართვით ამ ქვეყანაში ცხოვრების, ან სამშობლოში დაბრუნების უფლება😡” – ეკა...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე  ცალკეულ პირებს...

“ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს” – მიხეილ...

მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძის და მათი შვილის, ალისას საუბარს...

“ივანიშვილი ვეღარ გამოძვრება ამ ხაფანგიდან, გამორიცხულია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "მეგობარი აქტის" მიმართ...

“ნაცების კი არა, ხალხის გეშინიათ აქციაზე, ჩინურო ქოცებო😃🙈” – ელისო კილაძე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა 28...