ორშაბათი, აპრილი 21, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიაჭარის მთიანეთში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა

აჭარის მთიანეთში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა

მაღალმთიან აჭარაში, კურორტ ბეშუმში შუამთობის სახალხო დღესასწაული გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ მოწვეულ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შუამთობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მთის განვითარება მთავრობის პრიორიტეტად რჩება.

,,მინდა ყველას მოგილოცოთ შუამთობის დღესასწაული, ეს მართლაც ჩვენი ძირძველი ტრადიცია, ჩვენი ბებიების და ბაბუების უდიდესი პატივისცემა და ჩვენი პატარების -მომავალი თაობის სიხარული. შარშან, როცა ობიექტური მიზეზებით არ მოგვეცა შუამთობის აღნიშვნის საშუალება, მოგეცით პირობა, რომ წელსб კიდევ უფრო დიდი მასშტაბით, კიდევ უფრო დიდ ზეიმს მოვაწყობდით. დღეს, როცა ამ ყველაფერს ვხედავ დავრწმუნდი, რომ ჩვენი სიტყვა შესრულებულია.

მინდა განსაკუთრებით მივულოცო დღევანდელი დღე მემთეურებს, რომლებიც თავისი შრომით, თავისი კეთილსინდისიერებით ეხმარებიან ბარის გაძლიერებას. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ ამ მძიმე, თუმცა დასაფასებელი შრომისთვის. და ასევე გითხრათ, რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ მთა გაძლიერდეს და ის პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვპირდებით ხალხს ყველაფერი იქნება ბოლომდე მიყვანილი. ვიცი, რომ ეს მოლოდინი ცოტათი გაჭიანურდა, მაგრამ აუცილებლად ჩვენვე მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. ეს იქნება ახალი გზა, ეს იქნება გაზიფიცირება თუ მაღალმთიანი აჭარის კიდევ უფრო გაძლიერება.

ასევე მსურს გადმოგცეთ ჩვენი ქვეყნის მეთაურის, ბატონი პრემიერ-მინისტრის მოლოცვა. კიდევ ერთხელ გისურვოთ მრავალი შუამთობა, მოგილოცოთ, და თქვენ და თქვენს ოჯახებს ბევრი სიხარული გისურვოთ. გაგიმარჯოთ“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

სახალხო დღესასწაული უხუცესთა ანსამბლმა ,,ბერმუხამ“ გახსნა. ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად, ადგილობრივი ფოლკლორული და შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ.

საკონცერტო ნაწილის შემდეგ, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობაში და დოღში.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო აქტივობები, სპეციალური ინსტალაციები, დეკორაციები, კვების ობიექტები. მუნიციპალიტეტის ხეობების მიხედვით მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში ტრადიციული კერძების, რეწვის ნიმუშების, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა/გაყიდვა გაიმართა. სტუმრებმა ადგილზე დააგემოვნეს აჭარული ტრადიციული კერძები,

„შუამთობა” უძველესი სახალხო დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ტარდება. მასში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი თავი ჯანდაბას და შვილებს რას ეუბნებით, შვილებს, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მმართველი პარტიის მხრიდან...

“შესაძლოა “ოცნებასთან” პირისპირ საუბარი მოგვიწიოს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...