პარასკევი, მაისი 9, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაპარლამენტო ოპოზიციის წევრები სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე...

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების საკითხზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართეს.

„რეფორმების ჯგუფის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრინციპში, ომბუდსმენის შერჩევის მექანიზმთან დაკავშირებით პოზიციები უფრო და უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებული ომბუდსმენის შერჩევაში იყო გამოყენებული, გარკვეულწილად, ეს მექანიზმი მოგწონს, თუმცა გვექნება ოპოზიციურ კოლეგებთან კონსულტაცია და მივიღებთ საბოლოო პოზიციას სამოქალაქო სექტორის მხრიდანაც.

ერთი რამ ცხადია, რომ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ომბუდსმენის შერჩევაში ძალიან მნიშვნელოვანია. ომბუდსმენი, ფაქტობრივად, ის არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც სახელმწიფო ქმნის ადამიანის უფლებების დასაცავად. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათ, ვისაც დიდი გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებების დაცვაში, უნდა იყვნენ ჩართული ამ პროცესში.

ჩვენ, ასევე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ომბუდსმენის ინსტიტუტის ინსტიტუციურ გაძლიერებაზეც და შესაბამისად, ამაზე უკვე ოპოზიციაში ვიმსჯელებთ და გვექნება სამუშაო პროცესი. ვფიქრობ, რომ ათ დღეში ფორმირებული იქნება ჩვენი პოზიციები“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მსჯელობა გაიმართა, როგორც შესაძლო საკანონმდებლო მექანიზმებზე, რომელიც კონსენსუსისკენ უბიძგებს ყველა მხარეს, რაც თავის მხრივ დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევის გარანტი იქნება, ისე თავად პროცესზე.

ევროკავშირმა მკაფიოდ გვითხრა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატებისგან შეარჩიეთ ომბუდსმენი და გამჭვირვალე პროცესი იყოსო, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ იქამდეც ჩავიდა ამბავი იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ერჩის დამოუკიდებელ კანდიდატებს და ნინო ლომჯარიასიც სწორედ ის არ მოსწონდათ, რომ ის არ იყო ხელისუფლებაზე ორიენტირებული და არ ასწორებდა თავის პოზიციებს მათ პოზიციებზე.

უმრავლესობის გარეშე ახალი სახალხო დამცველი ვერ დაინიშნება. ასევე, ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშეც ვერ დაინიშნება ომბუდსმენი, მაგრამ ჩვენ გვინდა ომბუდსმენი და არა ის, რომ ვინმეს რამე დავუბლოკოთ. ამიტომ, ვმსჯელობთ როგორც შესაძლო საკანონმდებლო მექანიზმებზე, რომელიც კონსენსუსისკენ უბიძგებდა ყველა მხარეს და ეს იქნებოდა დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევის გარანტია, ისე თავად პროცესზე.

ომბუდსმენი ეს არის სახელმწიფოს მიერ შერჩეული უმაღლესი ადამიანის უფლებების დამცველი, ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ამ სფეროში მსუყედ იყოს გათვალისწინებული იმ ორგანიზაციების მოსაზრებები, რომლებიც მუშაობენ მონიტორინგის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

,,ლელო”-ს საპარლამენტო მდივნის, ლანა გალდავას განცხადებით, აუცილებელია, რომ სახალხო დამცველის ნომინირების და არჩევის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, შერჩეული იქნას დამოუკიდებელი და ადამიანის უფლებადაცვით სფეროში კვალიფიციურ კადრად მიჩნეული კანდიდატი, რომელიც გარანტი იქნება ომბუდსმენის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერების.

საჭიროა ასარჩევ კანდიდატთან დაკავშირებით შედგეს კონსენსუსი, რომ ორმხრივი უმრავლესობის მხარდაჭერა იქნას უზრუნველყოფილი, რაც, თავის მხრივ, დეპოლარიზაციის მიმართულებით იქნება წინგადადგმული ნაბიჯი და ევროკავშირის სტანდარტების დაცვად იქნება აღქმული,” – აღნიშნა ლანა გალდავამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დააკვირდით, როგორ არიან ჩართული საპროტესტო დესტრუქციულ აქციებში ცალკეული მედია საშუალებები” – ზაალ ანჯაფარიძე

საპროტესტო აქციების ორგანიზება-მხარდაჭერის მხრივ მედიის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

“ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი და ეს იმ დროიდან, როცა ჯერ არავინ იცოდა და იცნობდა”...

ირაკლი კობახიძის არჩევას "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...