spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"განსაკუთრებულად სამწუხაროა, რომ კელი დეგნანის წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილეობა...

“განსაკუთრებულად სამწუხაროა, რომ კელი დეგნანის წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლო სისტემის მოქმედმა, თუ ყოფილმა წარმომადგენლებმაც” – ორგანიზაცია “საქართველოს სასამართლოს გუშაგი”

ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ სასამართლო სისტემის წარმომადგენლების მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე საქართველოში, კელი დეგნანზე თავდასხმებზე საუბრობს, აღნიშნულის გამო წუხილს გამოთქვამს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამერიკელ დიპლომატს:

ბოლო დროს გახშირდა სიტყვიერი თავდასხმა ქალბატონ კელი დეგნანზე – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე საქართველოში.

„საქართველოს სასამართლოს გუშაგისთვის“ განსაკუთრებულად სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლო სისტემის მოქმედმა, თუ ყოფილმა წარმომადგენლებმაც.

ჩვენ გვახსოვს და ვაფასებთ დახმარებას, რასაც შეერთებული შტატები საქართველოს უწევს, მათ შორის, დემოკრატიის გაძლიერების მიზნით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკელი ხალხის დახმარება მართლმსაჯულების სფეროში.

„საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ მადლობას უხდის აშშ-ის საელჩოსა და პირადად ელჩ კელი დეგნანს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

იმედი გვაქვს, ცალკეული პირების უპასუხისმგებლო განცხადებები ვერ შეაფერხებს ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ საჭირო და მნიშვნელოვან თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...