spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არცერთ უკრაინელს არ დავტოვებთ ქუჩაში!"...

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არცერთ უკრაინელს არ დავტოვებთ ქუჩაში!” – ელენე ხოშტარია

საქართველოს მთავრობის განკარგულებით უკრაინელ ლტოლვილებს დაფინანსება შეუჩერდათ, რადგანაც დახმარების რამდენიმე თვიან პროგრამას ვადა ამოეწურა. აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა პარტია ,,დროას“ თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ. ოპოზიცონერი ლიდერი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ მიიღონ მონაწილეობა საქართველოში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად:

,,ამ წუთებში, როდესაც უკრაინაში რუსეთი აგრძელებს კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენას, ხალხის წამებას, მკვლელობას, სამხედრო დანაშაულების ჩადენას. იქიდან ადამიანები იძულებით მოდიან საქართველოში, ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს გამოაგდო ადამიანები პირდაპირ სასტუმროებიდან და სახლებიდან. რამდენიმე თვიანი პროგრამა დასრულდა, სადაც ადამიანებს შეეძლოთ უბრალოდ ეცხოვრათ და ეკვებათ.

ეს არის გაუგონარი, მტრული ნაბიჯი ომის პირობებში! ეს არის მტრული და პრორუსული ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან! ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი!

ამასთანავე მე არ ვაპირებ, ხელისუფლებისთვის რაიმეს მოთხოვნას. მე მოვუწოდებ საზოგადოებას, ბიზნესებს და ხალხს, რომელთაც შეუძლიათ, რომ სირცხვილი მოწმინდონ ჩვენს ქვეყანას – გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს!

მე მინდა, მივმართო ყველას – ჩვენ გვესმის როგორი ხელისუფლება გვყავს, მაგრამ მოვეშვათ წუწუნს და ვიმოქმედოთ. მოქმედება იქნება იმაში, რომ ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ, თითო თეთრი, საკვები, ბინა, სასტუმრო. ნებისმიერი რამის გაზიარება დღეს იქნება ამ ადამაინებისთვის გვერდში დგომა.

ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არცერთ უკრაინელს არ დავტოვებთ ქუჩაში! მოგიწოდებთ, რომ თქვენც მიიღოთ ამ ყველაფერში მონაწილეობა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...