spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიგი უგულავა: "ივანიშვილმა წერილი გამოაცხო - ფარისევლური და...

გიგი უგულავა: “ივანიშვილმა წერილი გამოაცხო – ფარისევლური და ამაზრზენი”

ბიძინა ივანიშვილის წერილს, სოციალურ ქსელში, მწვავე შეფასებებით ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა:

ივანიშვილმა წერილი გამოაცხო. ფარისევლური და ამაზრზენი. “ჩემს და ბანკს შორის ურთიერთობას ქვეყანას თავს არ მოვახვევო” აბა “ვერტალიოტზე”, ნახატების აქეთ-იქით ზიდვაზე და “სვის კრედიტთან” დაძაბულობაზე თავად არ გვამცნეთ? მთელი სახელისუფლო პროპაგანდა ააწყეთ ამაზე, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას და ომში ჩათრევას გაიძულებდნენ – პირდაპირ დასახელდა აშშ, როგორც მთავარი მტერი. ან ის სამი საცოდავი ჩიტი რატომ გამოყავით ჩიტების დედა ბუდეს? დღე და ღამე რომ ჩვენს პარტნიორებს ლანძღავენ!

ახლა როცა ყველა ხიდი დაწვა ოცნებამ დასავლეთთან, ყველა ჩვენი პარტნიორი კრიმინალად გამოაცხადა, თავიდან იწყებთ ვირეშმაკობას – დავალაგოთ ურთიერთობა დასავლეთთანო. ალბათ, მიხვდით რომ თქვენი მეტრი პუტინი წააგებს ომს და გამარჯვებულის მხარეს გინდათ შეეტენოთ!

სანქციების შიში ოხერია. ფული კი არ მოგაკლდებათ, მაგრამ რეპუტაციულად განადგურდებით. აღარ გამოგივათ ქვეყნის ასე აბუჩად აგდება.

დაგაგვიანდათ! დეოლიგარქიზაციაა დასავლეთთან ურთიერთობის წინაპირობა. დეოლიგარქიზაცია ანუ თქვენი ძალაუფლებიდან რეალური წასვლა. თქვენს ვირეშმაკობას, ორპირობას და ფარისევლობას აღარავინ იღებს. თქვენთან ერთად საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს და რაც უფრო მალე ჩამოეცლებით ამ ქვეყანას უკეთესია თქვენთვის და საქართველოს მომავლისთვის.

პ.ს. ელჩ დეგნანთან დაკავშირებით პირადად თქვენი საქციელი არის მდაბალი და ამაზრზენი. მთელი ეგ ისტორია თქვენს მეწვრილმანე, ინტრიგანის ბუნებას წარმოაჩენს.

პ.პ.ს. და კიდევ ერთი – გაანთავისუფლეთ სააკაშვილი და გვარამია. ეს თქვენი ვალია. დიახ, ვალი ამ ქვეყნის მიმართ, რომელსაც დაბრუნება უნდა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიგი უგულავა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...