spot_img
მთავარიდაპირისპირება"როგორ შეიძლება, რომ აშშ-ის საელჩოში ადამიანი ესეთ მდგომარეობაში...

“როგორ შეიძლება, რომ აშშ-ის საელჩოში ადამიანი ესეთ მდგომარეობაში მიდის, გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსების შემლახველ სიტყვებს ეუბნება” – ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს აშშ-ის საელჩოში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და ,,ტვ პირველის” დირექტორს ვატო წერეთელს პროვოკაციაში ადანაშაულებს და კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს:

,,მე ახლა ამ სიტყვებს, ამ საუბარს, რა თქმა უნდა, აქ თქვენთან ვერ და არ გავიმეორებ.

აქედან გამომდინარე, მე დაუყოვნებლივ ჩავაყენე ჩვენი ამერიკელი მეგობრები საქმის კურსში.

მზად ვარ და ჩემი სურვილია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველას გადაადგილება, იქ ყოფნის პერიოდი – გასაჯაროვდეს.

ყველამ ნახოს და ეყოს ადამიანობა ყველას, რაც გააკეთა, როგორ მოვიდა, როგორ გამიხმო გვერდით და ა.შ. თქვას ეს ყველაფერი. ეს ითქვას.

გასარკვევია ასევე რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, ხო? იმიტომ, რომ მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა.

ჩაიტაროს ექსპერტიზა, სადაც უნდა. დადგინდეს ყველაფერი როგორ შეიძლება, თუ ეს დადასტურდება, რომ აშშ-ის საელჩოში ადამიანი ესეთ მდგომარეობაში მიდის, გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსების შემლახველ სიტყვებს ეუბნება.

მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება. მე კარგად ვიცი და ყოფილა შემთხვევები პროვოცირებული, ყოფილა მომენტები, როდესაც შეურაცხყოფის მოყენებასაც კი ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს გაცდა ყოველგვარ საზღვარს.

შესაბამისად, მე მზად ვარ, სურვილია ჩემი, მე მექნება შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, სადაც სურვილს გამოვთქვამ, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა საზოგადოებრივ ნორმად ვერ იქცევა” – ნინო წილოსანი

სასამართლოში შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დეპუტატ...

“ნებისმიერი ტირანიის მთავარი საყრდენი არა ძალადობა, არამედ გულგრილობაა” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა საზოგადოების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას: "გახსოვთ ის დღეები,...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...