spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ასე ხდება, როცა არც ნატურალური ხარ, არც არჩეული...

“ასე ხდება, როცა არც ნატურალური ხარ, არც არჩეული და არც მსახურების ნიჭი გაქვს…” – გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებულ კონკრეტულ წინადადებას ეხმაურება და აკრიტიკებს პრეზიდენტის პოზიციას:

როგორ უნდა იქცეოდეს ზეპარტიული, ნატურალური, ხალხის მიერ არჩეული და მის სამსახურში მყოფი პრეზიდენტი?

20-ში დანიშნულია აქცია, რომელიც ერთის მხრივ ასოცირდება ოპოზიციურად განწყობილ სამოქალაქო ჯგუფებთან, მაგრამ მეორეს მხრივ, უნიკალური, არა საპროტესტო, არამედ პოზიტიური დღის წესრიგით იმართება, რაც შეესაბამება, მათ შორის, ხელისუფლების “დეკლარირებულ მისწრაფებებსაც”.

ანუ, თავის თავში შეიცავს საზოგადოებრივი კონსოლიდაციის, ეროვნული თანხმობის პოტენციალს, ზეპარტიულ, სახელმწიფოებრავად მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით.

ნატურალური სახელმწიფოს მეთაური გამოიყენებდა ამ შანსს, სწორედაც რომ მის მიერვე დეკლარირებული ეროვნული თანხმობის მისაღწევად, გაუქმებისკენ კი არ მოუწოდებდა, პირიქით, შეუერთდებოდა, ინიციატივას გააძლიერებდა, თუ გნებავთ, სათავეში ჩაუდგებოდა. არა მხოლოდ დიპლომატიურ კორპუსს, არამედ ხელისუფლებასაც მოუწოდებდა შემოერთებისკენ და აჩვენებდა სამყაროს, რომ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას, მიუხედავად მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებისა, შეგვიძლია საქართველოს სახელით გაერთიანება მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.

ნაცვლად ამისა, მან დანიშნა ცალკე აქცია, ამასთანავე მოუწოდა 20-ის აქციის გაუქმებისკენ, რითაც კიდევ ერთი განხეთქილების ვაშლი ჩააგდო საზოგადოებაში და გააშიშვლა არსებული პრობლემები.

ამით მიიღო ერთადერთი შედეგი – გაზარდა 20 ივნისის კონსოლიდაციის პოტენციალის მქონე აქციის რადიკალიზაციის მუხტი, იმ ფონზე, რომ 16-ის აქცია დიდი ვერაფერი შვილი იქნება.
ანუ ითამაშა მის მიერვე დეკლარირებული მიზნების საწინააღმდეგოდ.

ასე ხდება, როცა არც ნატურალური ხარ, არც არჩეული და არც მსახურების ნიჭი გაქვს…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...