spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან, როგორებიც არიან...

“როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან, როგორებიც არიან სააკაშვილი, გვარამია და სხვები, მაშინვე გავხდებით სრულად ევროპული ქვეყანა” – ირაკლი კობახიძე

იმდენად უშინაარსო გახდა ოპოზიციის გამოსვლები და თუნდაც კითხვები ამ სხდომათა დარბაზში, რომ მთლიანად მოტივაციაც კი გვაქვს დაკარგული, გამოვიდეთ დებატებში და ვისაუბროთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის ფორმატში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

მისი თქმით, დიდი ხანია ისმის საუბრები სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა ოპოზიციას ერთხელაც არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია, უჭერენ თუ არა მხარს საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

დღეს თუ მაინც შეგიძლიათ გასცეთ პასუხი კითხვას – უჭერთ თუ არა მხარს სანქციების დაწესებას? 3 თვეა გრძელდება დისკუსია ამასთან დაკავშირებით და დღემდე ოპოზიცია არ აფიქსირებს თავის დამოკიდებულებას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სინამდვილეში მათ ძალიან კარგად იციან, რამდენად არასწორი და ირაციონალურია სანქციების დაწესება, როდესაც უნდა დააწესო ისეთი სანქცია, რომელიც რუსეთს ვერაფერს ავნებს, მაგრამ საკუთარ ქვეყანას და ხალხს უკიდურესად დააზიანებს.

ამის მიუხედავად მაინც არ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. გეყოთ გამბედაობა, რომ თქვათ, უჭერთ თუ არა სანქციებს მხარს?- კითხვით მიმართა ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას, რაზეც დარბაზიდან გიორგი ვაშაძის პასუხი გაისმა, რომ ის არ უჭერს მხარს სანქციებს.

მადლობა პასუხისთვის, რომელიც გავიგეთ სამი თვის თავზე. რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, დღეს პრემიერმა ისაუბრა, რას აკეთებს ქვეყანა, რომ სანქციებისთვის გვერდს ავლა არ მოხდეს და ესეც კი ვერ გაიგო ოპოზიციამ. ორმა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ თურმე ეს ყოფილა სანქციები. სანქციებს და სანქციების გვერდის ავლას რომ ვერ არჩევენ, ეს არის საოცრება და ასეთ ხალხს რა ველაპარაკოთ?“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ასეთ დროს პოლემიკა და დისკუსია ძალიან ძნელია.

ქვეყანას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია. ქვეყანას აკლია ძლიერი პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური სისტემა, სადაც ოპოზიცია არის ასეთი სუსტი და უშინაარსო, ბუნებრივია, არის შორს იმ სტანდარტებისგან, რაც ჩამოყალიბებულია ევროპის ქვეყნებში, თუმცა ესეც გამოსწორდება.

ოპოზიცია გამოსწორდება, გაჯანსაღდება, როგორც კი კრიმინალები წავლენ პოლიტიკიდან და ეს საბოლოო ჯამში აუცილებლად მოხდება, რადგან ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ევროპულ ქვეყანაში – საქართველოში კი არ შეიძლება დიდხანს იყვნენ პოლიტიკაში კრიმინალები.

როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან, როგორებიც არიან სააკაშვილი, გვარამია და სხვები, მაშინვე გავხდებით სრულად ევროპული ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში მუდმივი პოლემიკაა ფაქტებთან და აღქმებთან დაკავშირებით. ერთ მხარესაა ფაქტები, მეორე მხარეს – აღქმები. მისივე ინფორმაციით, 2008 წლიდან 2016 წლის ჩათვლით – ბაქრაძისა და უსუფაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში პარლამენტში სულ 13 მინისტრია ნამყოფი საპარლამენტო ზედამხედველობის პროცედურის ფარგლებში.

დღეს ეს რაოდენობა არის 5-7-ჯერ გაზრდილი. ფაქტები არის ეს, თქვენი აღქმები არის მეორე“,- მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

“ბაჩანა ახალიასთვის სასჯელის გამოტანით, სასამართლომ, ჩემი აზრით, დაუშვა ძალიან სერიოზული სამართლებრივი შეცდომა” – გოჩა...

სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...