spot_img
მთავარიIV ხელისუფლებასახელმწიფოს, რომელსაც არა აქვს მკაცრად გაკონტროლებული მედიაპოლიტიკა, ის...

სახელმწიფოს, რომელსაც არა აქვს მკაცრად გაკონტროლებული მედიაპოლიტიკა, ის სახელმწიფო ვერ შედგება – ლევან ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, თავის ვიდეო-მიმართვაში, მწვავედ აკრიტიკებს ქართულ მედიაგარემოს და მოითხოვს მედიაპოლიტიკის მკაცრ კონტროლს.

“სახელმწიფოს, რომელსაც არა აქვს მკაცრად გაკონტროლებული მედიაპოლიტიკა, თავის ინტერესებში, ის სახელმწიფო ვერ შედგება, ის ყოველთვის იქნება ნგრევის, რყევების და უცხოური ჩარევების მსხვერპლი” – მიაჩნია ლევან ვასაძეს.

აი ის ტელეტერორიზმი, რომელშიც გადავარდნილი არის ე.წ. თავისუფალი და სინამდვილეში ლიბერალური ქართული ტელევიზია, არის უაღრესად მავნებელი ჩვენი ქვეყნისათვის, ეკონომიკისათვის. მაგალითად, დათვლილია უკვე, რომ გასული კვირების მოვლენებმა, არშემდგარმა სახელმწიფო გადატრიალებამ და ამის შედეგად ამ უტვინო დეპუტატი სერგეი გავრილოვის მონაწილეობით, ჩვენი მედიის მიერ აგორებულმა პროვოკაციამ და არეულობამ გამოიღო უდიდესი ზარალი ქვეყნისთვის. 3 მილიარდით დაზარალდა საქართველო და გამოდის რომ ოჯახები, რომლებიც წელებზე ფეხებს იდგამენ, შრომობენ, მევახშეებთან, ბანკირებთან, რაც საქართველოში ერთიდაიგივეა, იღებენ უძვირეს კრედიტებს, რათა თავიანთი სახლები სასტუმრო-სახლებად გადააკეთონ ან თუნდაც სასტუმროებს აშენებენ ტურისტების, მათ შორის, რუსი ტურისტების მოლოდინში, უნდა დარჩნენ ამ სარჩოს გარეშე და ხდება მძევალი რამოდენიმე, ერთი მუჭა, გაუკუღმართებული ცხოვრებით მცხოვრები ღვარძლიანი, გარყვნილი, ცინიკური ტელეტერორისტისა, რომელიც გამოდის და თავით აჯახებს თავის ქვეყანას ამ ჩვენს უზარმაზარ ჩრდილოელ მეზობელს, ოკუპანტს, რომ დაგვსაჯონ” – აცხადებს ბიზნესმენი.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ლევან ვასაძეს მიაჩნია, რომ საქმეში უნდა ჩაერიოს ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლება და შემოიღოს კონკრეტული რეგულაციები.

მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას – უნდა შეიქმნას სასწრაფოდ რეგულატორი, რომელიც დასჯის ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის, რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ.

ვერანაირ ეკონომიკას ბატონო ბიძინა და ძვირფასო მთავრობავ, ვერანაირ სტაბილურობას ასეთი სავალალო უპატრონო მედიაპოლიტიკის პირობებში ვერ შექმნით. ხომ ხედავთ აქედან წამოგითაქებენ, ლამის გადმოგიყირავებენ სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი მედიაპროვოკაციის მეშვეობით და გაზარალებენ კიდევ 3 მილიარდს” – აცხადებს ლევან ვასაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

“სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული” – ლევან მაჭავარიანი

„სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...