spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს გამარჯვება არის თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია...

“ეს გამარჯვება არის თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია – დაცვა თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევს ძალიან საოცარია” – ირაკლი შოთაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე განცხადებას და განმარტებებს აკეთებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელის დასაშვებად ცნობის შესახებ:

,,ეს გამარჯვება არის თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია, შემიძლია გითხრათ. დაცვა თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევს ძალიან საოცარია. ალბათ ისინი გამარჯვებად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ სტრასბურგს 6 თვის ნაცვლად თვენახევრის დაგვიანებით მიმართეს და პანდემიის გათვალისწინებით სტრასბურგის სასამართლომ ეს საპატიოდ ჩათვალა და დასაშვებად ცნო სარჩელი. ალბათ მათთვის ეს არის გამარჯვება, რომ ეს შეცდომა ეპატიათ. მეტი მათი გამარჯვების არანაირი ნიშან-წყალი ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

რას შეეხება ე.წ. პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, მე საზოგადოებას შევახსენებ იმ საქმეებს, რომლებზეც დღესდღეობით მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული თუ ბრალდებული. საუბარი არის სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ვალერი გელაშვილზე თავდასხმაზე, 7 ნოემბრის მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე, კერძო ტელევიზია ,,იმედში“ შეჭრასა და დარბევაზე, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისათვის ქონების წართმევაზე, ასევე – მილიონობით ლარის არამიზნობრივად ხარჯვაზე. შესაბამისად, აქ რა პოლიტიკურ მართმლსაჯულებაზე ვსაუბრობთ არის სრულიად გაუგებარი!“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გენერალური პროკურორის განცხადებაზე საპასუხო კომენტარს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე:

,,მთავარ პროკურორს იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება სტრასბურგისა შეაფასოს დასჭირდება წაიკითხოს ის პირველ რიგში. იმიტომ, რომ იქ წერია, თუ რას ამტკიცებდა საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობას არ უნდოდა ეს საჩივარი ყოფილიყო დასაშვებად მიღებული, ყველაფერს აკეთებდა ამისთვის – უთითებდა ვადაზეც, საჩივრის დაუსაბუთებლობაზე და ა.შ.

სტრასბურგის სასამართლომ არ გაითვალისწინა მთავრობის არგუმენტაცია, არ ჩათვალა ისინი დამაჯერებლად და ეს პირდაპირ დაწერა განჩინებაში. გაითვალისწინა აპლიკანტის ანუ მიხეილ სააკაშვილის არგუმენტაცია“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...