ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიეკონომიკის სამინისტროს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტასა" და...

ეკონომიკის სამინისტროს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტასა” და “საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციას” შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და „საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციას“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. შეთანხმების თანახმად, მათ ვალდებულება აიღეს, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დანერგვას. ეს თავის მხრივ, გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქარის ელექტროსადგურების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებას და ელექტროენერგიის წარმოებას.

მემორანდუმს სამინისტროს მხრიდან ხელი მოაწერა მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო – ტექნიკური ცენტრის „დელტას“ მხრიდან კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ და საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციის მხრიდან მისმა პრეზიდენტმა მამუკა მიქაშავიძემ.

მემორანდუმი ითვალისწინებს მოლაპარაკებების დაწყებას როგორც ქარის ელექტროენერგიის მაგენერირებელი დანადგარების მწარმოებელ მოწინავე კომპანიებთან, ასევე ასეთი ტიპის დანადგარებისა და მისი კომპონენტების შესყიდვის მსურველ, დაინტერესებულ პირებთან.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ასევე მიმართავენ ძალისხმევას, პოტენციური ინვესტორების მოსაძიებლად, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან საქართველოს ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურების შემადგენელი კომპონენტების წარმოების დაფინანსებით და განვითარებით ან/და მათი შესყიდვით.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“ივანიშვილი წლებია ერთი და იგივე სვლებით მოძრაობს – მისი ბუტკის მთავრობაში თავისი სანდო კადრი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...