spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ირაკლი, ჯიგარო, არც მიცემიხარ, არც ნეკნები ჩამიმტვრევია შენთვის...

“ირაკლი, ჯიგარო, არც მიცემიხარ, არც ნეკნები ჩამიმტვრევია შენთვის და არც არანაირი დაზიანება მომიყენებია” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი კომენატრს აკეთებს მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე სასამართლო პროცესის განახლების შესახებ და აცხადებს, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა და არანაირი კავშირი სამართალთან არ აქვს. ოპოზიციონერი ლიდერი პარლამენტის უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუასაც მიმართავს და სთავაზობს სიმართლის თქმას:

,,მე მინდა ვუთხრა ირაკლი ზარქუას: ირაკლი, ჯიგარო, ამ ენით გიყვარს ხოლმე შენ ლაპარაკი, – არც მიცემიხარ, არც ნეკნები ჩამიმტვრევია შენთვის და არც არანაირი დაზიანება მომიყენებია.

ამიტომ ნება იბოძე, მობრძანდი ამ რუსულ სასამართლოში და მიეცი ჩვენება, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.

ეს, რა თქმა უნდა, არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა და არანაირი კავშირი სამართალთან არ აქვს.

ანტიკორუფციული მოძრაობა დავაფუძნეთ იცით და ამაზე მთავრობის სხდომაზე უამრავჯერ ისაუბრა პრემიერმა ღარიბაშვილმა – ძალიან სტკივა ეს მიმართულება.

ვფიქრობ, რომ სწორედ ამას ემსახურება ამ საქმის განახლებაც“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ, 2020 წლის 24 იანვარს თბილისის საკრებულოში ლევან ხაბეიშვილსა და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას შორის კონფლიქტი მოხდა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძემ

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

“ხელისუფლების გინების აკრძალვა ერთდროულად კომიკურიცაა და აბსურდულიც” – რომან გოცირიძე

შსს-ში ახალი დანაყოფის შექმნას და საჯარო სივრცეში გაკეთებული კომენტარების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...