კვირა, ივლისი 13, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საქართველოს არ დაუბომბავს...

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საქართველოს არ დაუბომბავს “მძინარე ცხინვალი” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის ფრაქციია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებაზე – 3 პირის დაკავების შესახებ, რომლებიც ომის დანაშაულებებში იქნენ მხილებულნი 2008 წლის ომთან დაკავშირებით:

,,მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, საზოგადოებას, განსაკუთრებით ჩვენ გმირ სამხედროებს ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ჰააგის სასამართლოში.

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა გამოიტანა გადაწყვეტილება, განჩინება დაკავების შესახებ 3 პირთან მიმართებაში, რომელიც უკავშირდება რუსეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი თანამდებობის პირების მიმართ – განხორციელებულ ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მიხეილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვის და დავით სანაკოვის მიმართ გამოტანილია ეს გადაწყვეტილება. პროკურორის შეფასებით ეს პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ ომის დანაშაულის ჩადენაში.

ყველაზე მთავარი, რაც ამ გადაწყვეტილებაში დასტურდება ის არის, რომ ყველანაირი საფუძველი გამოეცალა 2008 წლის ომის შეფასებასთან მიმართებაში რუსულ ნარატივს.

სამწუხაროდ, ქართული ოცნება“ ამ ნარატივს წლების განმავლობაში ამუშავებდა და ქართულ საზოგადოებას თავს ახვევდა. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ის სპეკულაციები და მანიპულირება, რასაც ,,ქართული ოცნება“, სამწუხაროდ, დღემდე და დღესაც ეწევა.

მაშინ, როდესაც უკრაინის მოვლენებმა ნათლად აჩვენა და მსოფლიო ლიდერები, ინსტიტუციები აცხადებენ, რომ 2008 წელთან მიმართებაში ომთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია იყო სამართლიანი და ადკევატური იმ გადაწყვეტილებისა, რომელსაც ოკუპაცია ეწოდებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მიუხედავად ამისა, ისინი დღემდე აგრძელებენ საქართველოს დადანაშაულებას იმაში, რომ საქართველომ ომი ვერ აიცილა. ასევე, კასეტურ ბობმებს იყენებდა თურმე ქართული მხარე. იყენებენ რეზოლუციას, რომელსაც თავდაყირა დააყენებენ და პრაქტიკულად ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ინტერპრეტაციას აკეთებენ.

საზოგადოებას კარგად ახსოვს როგორ ლობირებდა და თანამშრომლობდა ,,ქართული ოცნება“ და მათი მინისტრი წულუკიანი ჰააგის სასამართლოს პროკურორთან ქალბატონ ბენსუდასთან, რომელიც ქართული სამხედროების წინააღმდეგ ახორციელებდა საქმის წარმოებას. იმავდროულად რუსეთის ფედერაცია აქტიურად იყო ჩართული – თავის მტკიცებულებებს წარუდგენდა ჰააგის სასამართლოს.

მიუხედავად ამისა, საბედნიეროდ, პროკურორმა არ გაიზიარა ეს ყოველივე და დღეს ჩვენ შეგვიძლია მივულოცოთ ქართველ სამხედროებს და ეს მორიგი გამარჯვება ქართულ საერთაშორისო სამართლის გამარჯვებად გამოვაცხადოთ.

გადაწყვეტილებაში დასტურდება კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს არ დაუბომბავს მძინარე ცხინვალი. დადგინდა, რომ ქართული მხარე მოქმედებდა სრული სიზუსტით თავდაცვისათვის.

პროკურორი პირდაპირ იყენებს ტერმინს “ოკუპაცია”.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართული მხარე თავდაცვის უფლების განხორციელებისას, მოქმედებდა ომის წესების, იგივე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული დაცვით.

მადლობა ყველას ვისაც ამ ბრძოლაში თავისი წვლილი შეჰქონდა, იუსტიციის თანამშრომლებს 2012 წლამდე და დღემდე. ქართულ საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

“სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პოლიტიკური შეფასებებით, ევროპარლამენტის...

“ბიძინა ეტყობა დაიღალა ამ ყოველდღიური დანოსებით და კობახიძის ფრთას დაავალა მოტეხილი ფულის ამოღება!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართულ ოცნებაში" შექმნილი...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...