spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მე მაინც მგონია, რომ ეს არანაირი მართლმსაჯულების ზეიმი...

“მე მაინც მგონია, რომ ეს არანაირი მართლმსაჯულების ზეიმი არ არის – მოსამართლემ საქმე აიცილა თავიდან” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა მედიასთან კომენტარს აკეთებს, ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ დამაჯერებელი სამხილების არარსებობის გამო ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. გიგი უგულავას განცხადებით, მოძალადე არის ბადრი გავაშელიშვილი, რომელიც დავალებით მოვიდა:

,,როგორც იტყვიან მეგობრებო, ეშმაკი არის დეტალებში! დღეს სასამართლომ გამამართლა და აქ მნიშვნელოვანია მოტივაცია.

სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ რომელმა მხარემ რომელი გალახა. შესაბამისად, რადგანაც ვერ დაადგინა, ბრალდებულის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი, კონსტიტუცია მოითხოვს ამას.

მე მაინც მგონია, რომ ეს არანაირი მართლმსაჯულების ზეიმი არ არის – მოსამართლემ საქმე აიცილა თავიდან. ეს არ არის რთული საქმე, იგი უბრალოდ რეზონანსულია არა თავისი შინაარსით, არამედ თემატიკით იმიტომ, რომ აბსურდულია, რაც მთელმა საქართველომ გაიგო, სხვა გადაწყვეტილების შემთხვევაში უნდა ყოფილიყო მთელი ქვეყნისთვის აბუჩად ასაგდები და საკუთარი თავი დაიცვა. ხოლო მოტივაცია იმიტომ არ არის სწორი, რომ მას შეეძლო ამოეღო კამერების ჩანაწერი და ეს დაუმთავრებელი შოუ და ტაკიმასხარაობა, სახელად საქართველოს მართლმსაჯულება, არ მოხდებოდა – მკაფიოდ იქნებოდა დადგენილი, რომ მოძალადე იყო გავაშელიშვილი.

მოძალადე არის გავაშელიშვილი, რომელიც დავალებით მოვიდა იქ. დამნაშავე არის ის ვინც მას ეს დავალება მისცა. ამაზე მართლმსაჯულება დუმს! – ეს არის მთავარი პრობლემა ამ ისტორიაში და არა ჯარიმას მომისჯიდა თუ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.

ამ პროცესის შედეგი არ არის ის, რომ ბადრი გავაშელიშვილი არის მოძალადე. შესაბამისად, ეს პროცესი მთლიანად ამცდარია რეალობას. ის, რომ მე არ მიცემია გავაშელიშვილი 99,9% ჩვენი მოქალაქეების ამას გეტყვით და ყველასთვის საღლიცინო თემა იყო.

ბადრი გავაშელიშვილი აუცილებლად დაისჯება და ზუსტად ამიტომაც არ მივიღე მე ამათი რაღაც წყალობა – ამინისტია იმიტომ, რომ ეს საქმე საბოლოო ჯამში დამთავრდება მაშინ, როდესაც ბადრი გავაშელიშვილი თქვენს წინაშე იტყვის და დაასახელებს, ძალიან მალე მოვა ეს დრო, ვინ დაავალა, ვინ შეუკვეთა, რამდენი გადაუხადეს და ა.შ. ამ საქმეში…

ეგ არარაობა, ეგ სუბიექტი და მისი მეგობარი საერთოდ არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, ვინ მისცა დავალება!“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ისინი საკუთარ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ, ცდილობენ კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკოსების მესიჯებს მოერგონ” –...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ცალკეული ოპოზიციური...

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...