spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ვერ ავყვებით პროვოკატორი პოლიტიკოსების განცხადებებს, როგორიც იყო...

“ჩვენ ვერ ავყვებით პროვოკატორი პოლიტიკოსების განცხადებებს, როგორიც იყო უკრაინელი პოლიტიკოსის, ბატონ გონჩარენკოს მოწოდებები, რომ დაიძრან ტანკები ცხინვალისკენ და სოხუმისკენ” – სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი მწავე შეფასებას აკეთებს და კრიტიკას გამოთქვამს რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან და მის პოზიციებთან დაკავშირებით:

,,ჩვენ ვართ ისეთ რეგიონში, სადაც ერთ მოუზომელ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს ღია აგრესია და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად ვერ ავყვებით პროვოკატორი პოლიტიკოსების განცხადებებს, როგორიც იყო უკრაინელი პოლიტიკოსი ბატონი გონჩარენკო, – როცა მოგვიწოდებს, რომ დაიძრან ტანკები ახლა ცხინვალისკენ და სოხუმისკენ.

ეს არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლო განცხადება, არამედ ეს არის ადამიანი, რომელზეც ძალიან სერიოზული ეჭვები და ინფორმაციები არსებობს თვითონ უკრაინაში, რომ ეს ადამიანი თანამშრომლობს რუსულ სპეც. სამსახურებთან. ამაში ბრალს სდებენ თვითონ უკრაინის რადას დეპუტატები. ამ ადამიანმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო სწორედ ეთნიკური რუსებისა და რუსულენოვანი ხალხის ინტერესების დაცვით უკრაინაში.

ასევე, ძალიან საეჭვოა, როცა ასეთი ადამიანის განცხადებებს ესე უაპელაციოდ აიტაცებენ ხოლმე ქართველი პოლიტიკოსები. ძალიან საინტერესოა მართლაც იგივე პროვოკაციული მიზნები ხომ არ ამოძრავებთ საქართველოს მიმართ, რაც ბატონ გონჩარენკოს?!“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მნიშვნელოვანი ცვლილებები დაინიცირდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამერიკული დელეგაციის მიერ საქართველოზე” – გიორგი ბურჯანაძე

4 იბლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საქართველოსთან დაკავშირებით დაინიცირებულ რეზოლუციაზე...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...