ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
11 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა გამოვიდეთ და ვთქვათ ხმამაღლა, რომ საქართველო დგას...

“ყველა გამოვიდეთ და ვთქვათ ხმამაღლა, რომ საქართველო დგას უკრაინის, თავისუფლების, სახელმწიფოებრიობის და დასავლური ფასეულობების გვერდზე!” – ელენე ხოშტარია

პოლიტიკური პარტიის ,,დროას“ თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე შეფასებები გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი პარტიის მიმართ და აცხადებს, რომ ჩვენი მთავრობა არ დგას ისტორიის სწორ მხარეს:

,,1921 წლიდან 100 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ იწყებს ღია აგრესიას თავისუფლების მოყვარე მშვიდობიანი ხალხების წინააღმდეგ. დღეს დარტყმის ქვეშ, 100 წლის შემდეგ, არის უკრაინა. ეს დარტყმა, რომელსაც იღებს უკრაინა სინამდვილეში ეკუთვნის აბსოლუტურად ყველა თავისუფალ მოქალაქეს მსოფლიოში და ასევე ეს არის დარტყმა, რომელიც გვხვდება ჩვენც.

დღეს სინამდვილეში სასწორზეა ჩვენი სახელმწიფოებრიობა უკრაინის სახელმწიფოებრიობასთან ერთად. ამიტომ ჩვენი ვალია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოვხატოთ სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელი ერის მიმართ!

მე-20 საუკუნეში რუსეთმა უამრავი ტანჯვა მოუტანა მსოფლიოს და კაცობრიობას, მათ შორის – საქართველოს. 21-ე საუკუნეში ამის უფლებას რუსეთს არავინ არ მისცემს. მსოფლიო არის სხვანაირი, ძლიერი, კონსოლიდირებული, მშვიდობიანი და მსოფლიო არ დაუშვებს ჰიტლერს და სტალინს 21-ე საუკუნეში.

ამასთანავე, ყველას ჩვენი პიროვნული/ინდივიდუალური, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ვალდებულება გვაქვს – ვიდგეთ ისტორიის სწორ მხარეს. ამ არჩევანს არ სჭირდება არავის მითითება.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა არ არის ისტორიის სწორ მხარეს. ამას უნდა დავარქვათ ღიად თავის სახელი. ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, დღევანდელი გაუგონარი საქციელი პრეზიდენტის მხრიდან – ეს არის ისტორიის არასწორ მხარეს დგომა.

ამიტომ მე არანაირ მოწოდებას ამ პრორუსული გუნდის მიმართ არ ვაპირებ, მაგრამ ჩვენ არ უნდა ველოდოთ მთავრობის მოქმედებას. ჩვენი ყველას ვალია, როგორც მოქალაქეებმა, გამოვიდეთ და ვთქვათ ხმამაღლა, რომ საქართველო დგას უკრაინის, თავისუფლების, სახელმწიფოებრიობის და დასავლური ფასეულობების გვერდზე!“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას…” – ზაალ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვარაუდს გამოთქვამს...

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...