spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვინ გავალებთ ამას, რატომ გავალებთ, რისი მიღწევა უნდა?!...

“ვინ გავალებთ ამას, რატომ გავალებთ, რისი მიღწევა უნდა?! არ გრცხვენიათ?! კოლექტიური “რეალ tv” გახდით, ყოჩაღ!” – ირმა ინაშვილი

,,პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში განმარტებებს აკეთებს პარტია ,,ლელო საქართველოსთვის“ გენერალულ მდივან ბადრი ჯაფარიძესთან შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით და ამასთან ერთად მწვავე შეფასება/განცხადებით მიმართავს კონკრეტული ტელეკომპანიების ჟურნალისტებს:

სიტყვა “კონსპირაციული” რას ნიშნავს, იქნებ რედაქტორებმა განუმარტონ “რუსთავი-2”-სა და “იმედის” ჟურნალისტებს. მართლა სასაცილოა, როცა დღისით, მზისით, თბილისის ცენტრში, კაფეში ვხვდები ჩემს კოლეგას ბადრი ჯაფარიძეს და ეს შეხვედრა სახელისუფლებო არხების მხრიდან შეფასებულია, როგორც “კონსპირაციული”. სინდისი საერთოდ აღარ გაქვთ?! ყოველგვარ უზნეობას ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?! ვინ გავალებთ ამას, რატომ გავალებთ, რისი მიღწევა უნდა?! არ გრცხვენიათ?! კოლექტიური “რეალ tv” გახდით, ყოჩაღ! ეს ერთი.

მეორე – ბადრი ჯაფარიძეს დიდი ხანია ვიცნობ. ასევე, დიდი ხანია ბადრი ჯაფარიძეს იცნობს დავით თარხან-მოურავი, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. საქართველოში ადამიანურ ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ბადრის ვიცნობთ, პატივს ვცემთ, ამ ურთიერთობას შევინარჩუნებთ…

მაგრამ ამას კავშირი არა აქვს არჩევნებთან. ბადრი ჯაფარიძეს ათასჯერ შევხვედრივარ და არავინ დაინტერესებულა. დღეს შევხვდი და სახელისუფლებო არხები მაინც და მაინც ახლა დაინტერესდნენ ჩვენი შეხვედრით. ისე, უფლებამოსილებას უკანონოდ რომ გვართმევდნენ მე და ჩვენი გუნდის წევრებს, მაშინ არც “რუსთავი-2” დაინტერესებულა და არც “იმედი”…

“ქართული ოცნება” გაავებულად (რატომღაც) მაინც და მაინც ჩვენ რომ გვებრძვის, არც ამითი დაინტერესებულა “რუსთავი-2” ან “იმედი” და დღეს ბადრის რატომ შევხვდი, ეს აინტერესებთ თურმე. სინამდვილეში შუალედური არჩევნების თემა აინტერესებთ და პარტიის ოფისში მობრძანებულ სახელისუფლებო ტელეარხებს გავეცი ამ კითხვაზე საჯარო პასუხი.

არ მონაწილეობს “პატრიოტთა ალიანსი” ამ არჩევნებში! არც პატრიოტთა ერთიანი ფრონტი მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში და საერთო კანდიდატიც არ გვეყოლება! არჩევნებში მონაწილეობას აზრი მაშინ ექნება, როცა სისტემა ნამდვილად შეიცვლება და სამართლიანი, სანდო და გამჭვირვალე გახდება. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ არავის დავუჭერთ მხარს და არანაირად არ ჩავერთვებით არც რუსთავის არჩევნებში და არც სხვა ოლქებში დანიშნულ არჩევნებში,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირმა ინაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!” – გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აბიტურიენტებს...

“რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია” – კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

„ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...

“მნიშვნელოვანი ცვლილებები დაინიცირდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამერიკული დელეგაციის მიერ საქართველოზე” – გიორგი ბურჯანაძე

4 იბლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საქართველოსთან დაკავშირებით დაინიცირებულ რეზოლუციაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...