spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილაშა მესხი საწვავის ფასზე: "შეღავათი ბიზნესს კი არა...

ლაშა მესხი საწვავის ფასზე: “შეღავათი ბიზნესს კი არა ხალხს სჭირდება და ამ უთანასწორო ბრძოლაში სახელმწიფო უნდა დადგეს ხალხის მხარეს”

უფლებადამცველი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში გაძვირებული ფასების შესახებ წერილს აქვეყნებს:

ლარი ხომ გამყარდა. რატომ არ იაფდება საწვავი?

ყოვლად უპასუხისმგებლო ბიზნესი ათასგვარ მიზეზს მოიფიქრებს, იმისთვის რომ “გააპრავოს” ეს ამბავი. ის, რომ თურმე ძველი ფასით აქვთ ნაყიდი, ის რომ თურმე სახელმწიფოს მხრიდან აქციზის ფასი ტვირთად აწევთ… ყველაფერი სხვისი ბრალია და გაქსუებული ბიზნესი, რომელიც წლებია ხალხის გაჭირვების ხარჯზე ხელებს ითბობს, ვითომ არაფერ შუაშია.

წლების მანძილზე რამდენიმე მსხვილი საწვავის კომპანია, რომ შეთანხმებულად მოქმედებს ამაზე ხმას რატომ არავინ იღებს?

ის, რომ 2015 წელს „კონკურენციის პირობების“ დარღვევისთვის მონოპოლისტი კომპანიები დაჯარიმდა, გახსოვთ?! თუმცა მსხვილმა კომპანიებმა 55 მილიონის ნაცვლად რატომღაც მხოლოდ 3 მილიონი გადაიხადეს…

ყველაფერი ეს არის გამოცხადებული, შეთანხმებული ომი ხალხის წინააღმდეგ.

და ამ რეალობაში ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი და ექსპერტი ბიზნესისთვის შეღავათებს ითხოვს.

შეღავათი ბიზნესს კი არა ხალხს სჭირდება და ამ უთანასწორო ბრძოლაში სახელმწიფო უნდა დადგეს ხალხის მხარეს. ეს ეხება როგორც საწვავის ფასს, ისე მედიკამენტების, პროდუქტების და აშ.

სახელმწიფოსთვის ამოსავალი ადამიანი უნდა იყოს და არა ერთეულების ჯიბის გასქელების ხელშეწყობა“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლაშა მესხი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია, ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ...

ძალადობის ბრალდებით რამდენიმე სამართალდამცავის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, კონკრეტული ფაქტების...

“მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე...

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების...

“უნდა პოლიტიკას მიაბას ამ საწყალი ხალხის პრობლემა” – ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...