პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებოსას, მწვავე შეფასებებს აკეთებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში:
,,ეს არის რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ეს არის რეზოლუცია ომის არ დაშვებასთან დაკავშირებით. ეს არის მკაფიო პოზიცია, რომელიც ტექსტში არის სათანადოდ ასახული. ტექსტი არის ჩამოყალიბებული ზუსტად ისე, როგორც ის შეესაბამება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც თავის დროზე იყო ხელისუფლებაში, მე შეგახსენებთ, რომ მათი ნაბიჯების შედეგი არის ის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას აქვს ჩაბარებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. როგორც ჩანს, ეს არ ყოფნით და უნდათ მეტი. ეს არის ერთგვარი ომის პარტია, მათ აშაკრად სურთ იხილონ ომი უკრაინაში. ეს პირდაპირ ჩანს მათი საუბრებიდან. მე მგონი ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ, რომ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ იხილონ.
რაც 2008 წელს გააკეთეს მათ საქართველოში იმას ვეღარ გაიმეორებენ ერთი მარტივი მიზეზის გამო – ისინი არიან დღეს ოპოზიციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე