spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"დაცვის მხარემ უდაო გახადა ყველა მტკიცებულება" - ლევან...

“დაცვის მხარემ უდაო გახადა ყველა მტკიცებულება” – ლევან ვეფხვაძე

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, პროკური ლევან ვეფხვაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და ასევე აცხადებს, რომ ამ საქმეზე ოთხივე ბრალდებული – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები წინასწარი პატიმრობიდან 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებდნენ:

,,იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდაოდ, შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – ეს არის ახალი გარემოება. გარდა ამისა, ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდების მხარეც დაეთანხმა და მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიება უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას. მოსამართლემ შუცვალა – გირაო 5 000 ლარის ოდენობით.

არც მოწმეები, არც წერილობითი და არც ვიდეო მტკიცებულების გამოკვლევა აღარ მოხდება. ვინაიდან, დაცვის მხარემ უდაო გახადა ყველა მტკიცებულება.

მომდევნო სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეც და დაცვის მხარეც წარდგება დასკვნითი სიტყვით. შესაბამისად, დაველოდებით მოსამართლის განაჩენს. მიგვაჩნია, რომ საქმეზე უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი ოთხივე ბრალებულის მიმართ.

ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის და არც ბრალდებულებს არ მიუმართავთ.

აღიარება – ეს არის სამართლებრივი ნიუანსი, რომ ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების აღიარება პირდაპირ კავშირშია სასჯელის შემსუბუქებასთან.

ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამ გარემოებით, ბუნებრივია, მკვეთრად არაფერი არ იცვლება. უბრალოდ, ერთ გარემოებას ველოდებით მათი ადვოკატების მხრიდან. ალბათ, ისინიც უდაოდ გახდიან მტკიცებულებებს და მივლენ იმ დასკვნამდე, რომ რეალურად საზღვრის უკანონო კვეთას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ინფორმაციისთვის: გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები ბრალდებულები არიან საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე გამოძება 1 ოქტომბერს დაიწყო.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო” – კახა კალაძე

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...