spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმპორტიორები, კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც...

“იმპორტიორები, კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში” – ირაკლი ღარიბაშვილი

დაპირებისამებრ, ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად, გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები, მედიკამენტები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში:

მოგეხსენებათ, მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე, საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არავითარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი არ არსებობს, ვერ მოვისმინე, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და მე იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები, კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში,“ – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, როგორც ცნობილია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე, ჩატარდა მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციები გაეგზავნა უკვე პარლამენტს, მთავრობას.

პრემიერმა სთხოვა ჯანდაცვის მინისტრს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებს, ერთობლივად დაიწყოს მუშაობა, ვინაიდან საჭირო იქნება კანონებში ცვლილებების განხორციელება და ეს კიდევ უფრო დაეხმარება და გააიაფებს მედიკამენტებს.

რაც მთავარია, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგი, რეგულირებას არ ვიტყოდი ამ ეტაპზე და მეორეს მხრივ – ხარისხის კონტროლი, რაც არის აუცილებელი. ხარისხიანი მედიკამენტი უნდა მიეწოდოს ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ჩვენი N 1 მოთხოვნა. ჩვენ ახლა დავიწყებთ აქტიურად მუშაობას, ბატონი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი დაიწყებს ამ თემაზე მუშაობას და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, მორიგ გზავნილში...

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...