spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კიდევ ერთი ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობით და უმოქმედობით... მთავრობას...

“კიდევ ერთი ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობით და უმოქმედობით… მთავრობას ხალხის ხმა არ ესმის!” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე ზღვისუბანში მომხდარ შემზარავ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. გიორგი ვაშაძის თქმით აღნიშნული ფაქტი ხელისუფლების დაუდევრობის და უმოქმედობის ბრალია. ვაშაძე ხელისუფლებასა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ შესაბამისი დახმარება ავარიულ შენობაში, სანოტორიუმ “ქართლში” მცხოვრებ უკლებლივ ყველა ოჯახს:

ვუსამძიმრებ ზღვისუბანში გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს.

კიდევ ერთი ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობით და უმოქმედობით!

130 ოჯახი რახანია ითხოვს, საცხოვრებლად საშიში პირობებიდან გამომდინარე, ფართებით უზრუნველყოფას, თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მათ არათუ პასუხი ვერ გასცა, ინტერესიც კი არ გამოუჩენია ამ უმწვავესი პრობლემის მიმართ.

დღეს ვიგებთ, რომ ერთ-ერთმა დევნილმა მოსახლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მთავრობას ხალხის ხმა არ ესმის, არ ესმის დევნილების ხმა და ადამიანები იძულებულები არიან, შემზარავი და სავალალო გადაწყვეტილებები მიიღონ.

კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეეწიროს თქვენს უპასუხისმგებლობას და უყურადღებობას?!

საკმარისია! დრულად აღმოუჩინეთ სათანადო დახმარება ყველა ოჯახს!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...