spot_img

ივეოსი – Glossy ibis (Plegadis falcinellus)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საინტერესო სახელის მქონე ფრინველს გაგვაცნობს – ივეოსი – Glossy ibis (Plegadis falcinellus).

ფრინველის სახელწოდება მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან – plegados და ლათინურიდან – falcis, რომელიც ნამგალს ნიშნავს და მიუთითებს მისი ნისკარტის განსაკუთრებულ ფორმაზე.

📷: Levan Kobalia
📍 ანაკლია, 2021 წ.

როგორც ვიკიპედია გვეუბნება – ფრინველი ივეოსისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 50–65 სმ, მასა 530–770 გრამი. ნისკარტი გრძელი, წვრილი და ქვემოთკენ მოღუნულია; შიშველი კანი მის ძირთან — შავი, შეჯვარების დროს ცისფერი, წვრილი თეთრი ზოლით შემოქობილი. კისერი და ფეხები გრძელი. შებუმბვლა მოწითალო-ყავისფერი; შუბლი, კეფა, ზურგი და კუდზედა მიდამო მომწვანო-იისფერი ლითონისებრი ბზინვარებით; ფრთები და ბოლო შავია, მწვანე ელფერით. შეფერილობა ზრდასრული ფრინველებისა ზამთარში და მოზარდებისა ბზინვარების გარეშეა; თავი და კისერი თეთრი წინწკლებით. მამალს თავზე აქვს კარგად გამოხატული ქოჩორი. ოჯახის ერთადერთი სახეობაა, რომელიც ორივე ნახევარსფეროშია გავრცელებული; გვხვდება ევრაზიის სამხრეთში, აფრიკაში, მადაგასკარზე, ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში და დიდი ანტილის კუნძულებზე; საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. უპირატესობას ანიჭებს გაბარდულ მტკნარ და მარილიან წყალსატევებს; მთის ტბებზე გვხვდება ზღვის დონიდან 2000 მეტრზე (სომხეთი). იკვებება წყლისა და ხმელეთის ცხოველებით, უმთავრესად მწერებით, კიბოსნაირებითა და მოლუსკებით, აგრეთვე მცირე ზომის თევზებით, ამფიბიებითა და ქვეწარმავლებით. ბუდეს აშენებს ხეზე ან ლერწმის ხერგებზე. დიდ კოლონიებში (ხშირად სხვა ყარყატისნაირებთან ერთად) ვხვდებით რამდენიმე ათას წყვილს. დებს 3–7 (ჩვეულებრივ 4) კვერცხს; კრუხობს ორივე მშობელი 21–22 დღის განმავლობაში; ბარტყებს ბუდეში დაახლოებით 28 დღე კვებავენ; 50 დღის ასაკში მოზარდები ფრენის უნარს იძენენ. ახლო სახეობები

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ჭანარი (Luciobarbus capito) 🐟 იცოდით, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იშვიათი თევზი ჭანარია?

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის...

კოლხური ყოჩივარდა (Cyclamen colchicum)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ფლორის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...