spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არანაირი წვდომა არ გვაქვს ინფორმაციაზე, თუ ვინ ზრუნავს...

“არანაირი წვდომა არ გვაქვს ინფორმაციაზე, თუ ვინ ზრუნავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით” – დიმიტრი საძაგლიშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მწვავე კომენტარს აკეთებს №12 დაწესებულებაში მიმდინარე პროცესზე. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დღემდე უკანონოდ არ უშვენებ მკურნალ ექიმს და ასევე ადვოკატებს არ ეძლევათ პატიმართან პერსონალურად, დახურული ფორმის კომუნიკაციის საშუალება:

,,დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს და ეს იმ პირობებში, როდესაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ბუნებრივია, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევაა.

არანაირი წვდომა არ გვაქვს ჩვენ ინფორმაციაზე, თუ ვინ ზრუნავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით. ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის არდაშვება მასთან ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რაც კიდევ ერთხელ ააშაკარავებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების და იუსტიციის სამინისტროს მიზანი ნამდვილად არ არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისთვის იმ სამედიცინო სერვისების გაწევა, რაც აუცილებელია და ეს აუცილებლობა დადასტურებულია 2 კონსილიუმის დასკვნებით!

ასევე, ადვოკატებს არ გვაძლევენ მასთან პერსონალურად, დახურული ფორმის, კომუნიკაციის საშუალებას, რაზეც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და მოვითხოვეთ, რომ ეს შეზღუდვები მოხსნილიყო. თუმცა, დღემდე №12 დაწესებულება და მისი დირექტორი არაფერს არ აკეთებს, რომ ეს უკანონო ბარიერი, რაც ჩვენსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არის აღმართული, ყოფილიყო გაუქმებული.

ჩვენ ბუნებრივია, მოვითხოვთ საჯაროდ, კიდევ ერთხელ, რომ მოგვეცეს შესალებლობა კანონით დადგენილი წესით მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის და ამ პროცესში დახმარებას ვთხოვთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, სახალხო დამცველს, ნებისმიერ დაწესებულებას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს ამ დაცვის დაცვის უფლების რეალიზებაზე“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...