კვირა, აპრილი 20, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტრაგიკული ფაქტები10 იანვარი ყაზახეთში საერთოეროვნული გლოვის დღეა

10 იანვარი ყაზახეთში საერთოეროვნული გლოვის დღეა

ყაზახეთში 10 იანვარი საერთოეროვნული გლოვის დღედაა გამოცხადებული.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად სულ 164 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში პერმანენტული მიტინგები 2 იანვარს დაიწყო, რისი პროვოცირებაც მოახდინა ახალი წლიდან თხევად გაზზე საფასურის გაორმაგებამ, კერძოდ ფასი 1 ლიტრზე 60 ტენგედან (13,5 აშშ ცენტი) 120 ტენგემდე (0.27$) გაიზარდა.

მიტინგები ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებსა და არეულობაში გადაიზარდა, რასაც, ორმხრივი დაპირისპირებისას, მსხვერპლი მოჰყვა.

ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარების განმუხტვის მიზნით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, დაითხოვა ასკარ მამინის მთავრობა. თუმცა საპროტესტო აქციები და დაძაბულობა მაინც გაგრძელდა. ალმა-ათაში დემონსტრანტებმა დაიკავეს აეროპორტი, დაიწვა პრეზიდენტის რეზიდენცია, ადგილი ჰქონდა სერიოზული არეულობებისა და მოროდიორობის ფაქტებს.

ქვეყანაში კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა ტოკაევმა ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებაც გამოაცხადა. ყაზახეთში შეყვანილ იქნა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის 5 ქვეყნის (რუსეთი, სომხეთი ბელარუსი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) სამხედრო ძალები.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...