საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ე.წ. პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსმა თეიმურაზ ჯანაშიამ. მისი განმარტებით, ეს არის ჩვეულებრივი წარმოდგენა, რომლის მიზანია პოლიტიკური დევნა და არა სასამართლო პროცესის სრულფასოვნად ჩატარება:
,,ჩვენ ხომ აქ სამართლებრივ საკითხებს არ ვიხილავთ, ხალხნო?! – ეს არის ჩვეულებრივი წარმოდგენა! უბრალოდ, ჩვენ ამას ვარქმევთ, რომ ესაა სასამართლო, თორემ სინამდვილეში არის პოლიტიკური დევნა.
რა თქმა უნდა, ყველამ, მათ შორის პროკურატურამაც იცის, რომ ეს დანაშაული არ არის. ისიც იცის, რომ დღესაც ანალოგიურად გაიწევა ზუსტად ხარჯები. ისიც იცის, რომ დღესაც გრიფი აქვს დადებული, რომ გრიფს ადებს უმაღლესი ხელისუფალი და არა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ა.შ.
ეს არის უბრალოდ იმისთვის, რომ რაღაცნაირად გაართოს, სახრავად დაუგდოს თავის ამომრჩეველს, იმის, ასე ვთქვათ ,,გასაპრავებლოდ“, რომ მიშა სააკაშვილი იპარავდა ხალხის ფულს, ხარჯავდა რაღაცა სისულეებში“, – განაცხადა თეიმურაზ ჯანაშიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


