საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მონახულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელი. ოპოზიცონერი ლიდერის თქმით, არის ისეთი სიმპტომები, რომელთა ასე მდგომარეობაში დატოვება მომავალში გამოიწვევს საგანგაშო ჩივილებს:
,,ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელი, ნევროლოგიური პრობლემები რჩება ძალაში. ყველამ ვიცით, რომ ასეთ პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაუმჯობესება.
დღეს საერთოდ პირველად შევამჩნიე – მთელ სხეულზე მაქვსო გამონაყარი, რომელიც შეშუპებულ კიდურებზე ჰქონდა და შევეკითხე, რომ ამას რამდენი ხანია ადგილი აქვს გამონაყარს. მან თქვა, რომ კარგა ხანია მთელ სხეულზე აქვს ასეთი გამონაყარი.
ეს არ არის ნორმალური იმიტომ, რომ ძალიან პატარა მანძილის დაშორებებით არის სისხლჩაქცევები, რომლებიც თავისთავად არის საგულისხმო. მარჯვენა მხარეს აქვს პრობლემები. მას უბრალოდ ვთხოვე, რომ თვალით თუ შეძლებდა გაეყოლებინა მარჯვენა მხარეს. ამას ვერ აკეთებს. არის ისეთი სიმპტომები, რომლების ასე მდგომარეობაში დატოვება მხოლოდ და მხოლოდ საგანგაშო ჩივილებს მოიტანს კიდევ უფრო მომავალში.
ადამიანები ოკუპაციის ხაზიდან ისევ გაიატაცეს – 4 ადამიანი. ამაზე ძალიან აღშფოთდა. გამომატანა ფეისბუქისთვის პოსტი იმიტომ, რომ მისი პროტესტი იყო სრულიად დაუფარავი, ძალიან აღელდა, რომ ასე ხშიერად ხდება ადამიანების გატაცება და ხელისუფლება არის სრულიად ინერტული, რომელიც ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი მოქალაქეების დაცვის მხრივ. ასე, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც გარეთ ჩვენ გვაწუხებს ასმაგად სტკივა მას. ფასებთან დაკავშირებით და რომ სოციალური მდგომარეობა არის გაუსაძლისი, ტრანსპორტის საფასურის გაძვირება – ყველა ამ საკითხზე ვისაუბრეთ, რომლებთან მიმართებაში აქვს თავისი დამოკიდებულება და შეფასებები“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


