spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდესაც მთავრობა ტესტებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე დასცინოდა გიორგი ვაშაძეს,...

“როდესაც მთავრობა ტესტებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე დასცინოდა გიორგი ვაშაძეს, შემდგომ აღმოჩნდა, რომ ტესტები იყო პანდემიასთან ბრძოლის გზა” – თეონა აქუბარდია

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. აქუბარდიას თქმით ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის იდეას, ტესტებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე, მთავრობა დასცინოდა, შემდგომ კი ეს აღმოჩნდა ერთ-ერთი ეფექტური გზა პანდემიასთან ბრძოლაში:

კოვიდის მართვა, რომ არ არის ამ ქვეყანაში ეფექტიანი, ამას ის მოქალაქეები გრძნობენ, რომლებსაც უწევთ ახლობელი გამონახონ იმისთვის, რომ დარეკონ საავადმყოფოში, რადგან ადგილი იყოს მათთვის. მე მქონია არაერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები მომმართავდნენ, რომ სასწრაფოს ბრიგადას არ შეეძლო მათი გადაყვანა დარეკვის გარეშე. სიკვდილიანობის მაჩვენებლით საკმაოდ სავალალო შედეგები გვაქვს, ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა ამ კუთხით, არაერთი კითხვა და გამოძიება ყოფილა ამ თანხების ეფექტურობასთან დაკავშირებით.

ალბათ ყველას გახსოვთ რობოტი პეპერსი. თუ იცით სად არის ეს რობოტი დღეს?! ის არის “city mall”-ში შესასვლელთან. როდესაც პეპერსის გაპიარების მცდელობა იყო, მხოლოდ ამით დასრულდა. 2020 წელს 500 000 ლარი გადავიხადეთ პროგრამაში, რომელმაც საბოლოოდ შედეგი ვერ გამოიღო.

მგონი ყველამ ვიცით პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის საქმიანობის იმ ექსპერტების შეფასებები, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ითხოვდნენ, რომ ისეთი პროგრამა ყოფილიყო კოვიდ პასპორტებზე, როგორზეც დღეს არის საუბარი. ახლა საუბარია იმ კოვიდ პასპორტებზე, რომელიც შეიძლება სამუდამო იყოს და არაფერი, რომ არ შეიძლება იყოს სამუდამო, მაშინ როდესაც კოვიდზეა საუბარი, მგონი ვთანხმდებით. ესეც ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც პარლამენტში უნდა გვემსჯელა. საერთოდ რისთვის გვაქვს პარლამენტი?! რისთვის არის საპარლამენტო წყობა ამ ქვეყანაში, თუ ყველაფერს ვანდობთ მთავრობას?! ჩვენ არც კი ვსაუბრობთ, რამდენად ეფექტიანი იყო ეს ყველაფერი. რატომ არ შეიძლება მეტი ინკლუზიური პროცესი იყოს, მათ შორის, მსჯელობასთან დაკავშირებით?!

ექსპერტები, რომლებიც თვეების მანძილზე საუბრობდნენ პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებზე ვხედავთ, რომ მოგვიანებით აკეთებს ამას ხელისუფლება და დაგვიანებას აქვს თავისი ფასი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეზე გადის. შეგახსენებთ ინიციატივებს, რომელიც “სტრატეგია აღმაშენებელს” ჰქონდა ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში, როდესაც მთავრობა დასცინოდა ტესტებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე გიორგი ვაშაძეს, შემდგომ აღმოჩნდა, რომ ტესტები იყო პანდემიასთან ბრძოლის გზა; ვაქცინაცია, რომელზეც დღეს გვეუბნებიან, რომ ჩავარდნაა კამპანიასთან დაკავშირებით.

ძალიან ბევრი თემაა, რომელზე უნდა ვიმსჯელოთ პარლამენტში. არიან სპეციალისტები, რომლებიც შეგვიძლია შემოვიყვანოთ ამ პროცესში. რა თქმა უნდა ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ პარლამენტმა დაიტოვოს ის უფლებამოსილება, რომელიც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ახლა იმყოფებიან კლინიკაში და ებრძვიან ამ უმძიმეს დაავადებას, შევინარჩუნოთ სიცოცხლეები, რომლის დაკარგვის უფლებაც ქვეყანას არ აქვს”, – აცხადებს თეონა აქუბარდია.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი შესანიშნავად მოშინაურდნენ და უკვე არა სტუმრად,...

რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით კონკრეტული ინიციატივა-შეთავაზება აქვს “კოალიცია ცვლილებებისთვის”  და...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, მორიგ გზავნილში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...