spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ შიმშლობს, მაგრამ ვერ ჭამს - ეს არის...

“არ შიმშლობს, მაგრამ ვერ ჭამს – ეს არის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგი” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე არის საკმაოდ სუსტად იმის მიუხედავად, რომ არ შიმშლობს და გამომწვევი ფაქტორი არის ფსიქოლოგიური ტრავმა:

,,საკითხები, რომლებზეც ვისაუბრეთ, მე არ ვაპირებ საჯაროდ ამის განხილვას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი მდგომარეობა. ის არის სუსტად. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამედიცინო მიმართულებით კომენტარებს არ გავაკეთებ, მე შემიძლია გითხრათ რას ვხედავ: ის არის სუსტად და წონაში დაკლებული და მნიშვნელოვნად დაეტყობა ეს ყველაფერი. ცხადია, არ შიმშლობს, მაგრამ ვერ ჭამს დაახლოებით ¾-ზე მეტს პრაქტიკულად ვერ ითვისებს საკვებს. ეს, რა თქმა უნდა, არის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგი.

ის სუსტად არის, თუმცა ფიქრობს 23-ში სასამართლოზე მისვლას, მაგრამ პირადად ჩემი პოზიცია იყო, რომ ამ ვითარებაში, თუ ის ასე იქნება ჯობია, რომ ამისგან თავი შეიკავოს – რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს. გასაგებია, რა მიზანიც აქვს ამას ყველაფერს, მაგრამ ახლა მის სიცოცხლეზე უფრო დიდი მიზანი, ჩემი აზრით, არ არსებობს.

იგი მიესალმება რეკონსილაციის პროცესს, მიესალმება სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ, ასე ვთქვათ, კამპანიას, თუმცა ელოდება როგორი გაგრძელება ექნება ამას ყველაფერს იმიტომ, რომ როგორც ჩვენი კლასიკოსი ამბობდა – ,,თვინიერ საქმეთა სიტყვა მკვდარ არს“. ასევე, იგი მიესალმება იმას, რომ პირველად ხელისუფლების მხრიდან აღიარებულ იქნა უმძიმესი კრიზისი ქვეყანაში, ყველა მიმართულებით.

მაგრამ რეკონსილაციის პარალელურად იგი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ძალიან ხალხმრავალი, მშვიდობიანი პროტესტი. ამიტომ ის თვლის, რომ 21 დეკემბერს ძალიან მნიშნელოვანია ბევრი ადამიანი შეიკრიბოს და მშვიდობიანად დააფიქსირონ საკუთარი მოთხოვნები. ის ამას მიიჩნევს სავსებით თავსებადად რეკონსილაციის პროცესთან და პირიქით თვლის, ეს კიდევ უფრო დააჩქარებს რეკონსილაციის პროცესს და სწორ გადაწყვეტილებებს საზოგადოების შერიგების თვალსაზრისით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა...

პროკურატურის ბრალდებებს კონკრეტული პარალელებით და მინიშნებებით პასუხობს "ქრონიკა +"-ის...

“ერთადერთი ჯანსაღი რეაქცია პარლამენტში გამართულ ანგარიშსწორებაზე არის ზიზღი კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც ეს გააკეთა”...

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას მძიმე შეფასებებით ეხმაურება განათლების ყოფილი...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...