spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რა სტატისტიკა უნდა გაუარესდეს კიდევ ქვეყანაში, რომ თქვენ...

“რა სტატისტიკა უნდა გაუარესდეს კიდევ ქვეყანაში, რომ თქვენ და მთავრობის სრულმა შემადგენლობამ იფიქროს გადადგომაზე?!” – პაატა მანჯგალაძე ნათია თურნავას მიმართავს

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში მოსულ ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას კონკრეტული შეკითხვებით მიმართა:

,,თქვენ თითქმის ერთი საათი ისაუბრეთ იმ წარმატებაზე, რასაც სამინისტრომ და ქვეყანამ მიაღწია. მე მართლა არ ვარ ჩასაფრებულის მდგომარეობაში და მიხარია ჩემი ქვეყნის თითოეული წარმატება. მაგრამ, თუ ეს ყველაფერი ნამდვილად ასეა, რასაც თქვენ საუბრობთ და მადლობებს ვისმენდით ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, მაშინ:

  1. რატომ ხდება, რომ ბოლო წლებში, სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანას ტოვებს საშუალოდ 60-70 ათასი შრომისუნარიანი ადამიანი?!
  2. რატომ ხდება ქალბატონო მინისტრო ის, რომ გაზრდილია საგარეო ვალი და თითქმის 30 მლრდ-ს გადაცდა, რაც დაახლოებით 60%-ია ჩვენი მშპ-ის?!
  3. რატომ ხდება, რომ სამუშაო ადგილები თურმე შევქმენით მხოლოდ 0.7 %, ანუ ეს არის დამსახურება?!

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა თითქმის 20%-ს გადაცდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს უჭირს ბრძოლა ყოველდღიური ლუკმა-პურისთვის. ფასები პურზე გაზრდილია 50%-ით, შაქარი 34%-ით. როცა საერთაშორისო ფაქტორი ვერ იქნება სწორი პურსა თუ ზეთთან დაკავშირებით, რადგან საერთაშორისო ბაზარზე არ არის ამხელა მატება. რით არის ეს ყველაფერი გამოწვეული?

რა შეეხება საწვავის ფასს – პლაცზე და ბირჟაზე დაკლებულია, მაგრამ საქართველოში ღირებულება დაახლოებით 30%-ით გაზრდილია.

ასევე, არის ინფლაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, რაზეც ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც და ,,ქართული ოცნების“ ვერცერთი წარმოამდგენელი ამ ინფლაციაში ვერ ხედავს მთავრობის და თავის პასუხისმგებლობას, რაც ნამდვილად სამწუხაროა!

გაზრდილია სესხებზე პროცენტი 14%-ით. შემცირებულია პირდაპირ უცხოური ინვესტიციები.

მე მაქვს შეკითხვები: ბევრი ისაუბრეთ მიღწევაზე, მაგრამ გამოწვევები, რაც არის ამასთან დაკავშირებით, თუ ხედავთ საკუთარ და სამინისტროს პასუხისმგებლობას? თუ შეგიძლიათ იყოთ თვითკრიტიკული? რა უნდა მოხდეს ისეთი, რა სტატისტიკა უნდა გაუარესდეს კიდევ ქვეყანაში, რომ თქვენ და მთავრობის სრულმა შემადგენლობამ იფიქროს გადადგომაზე?!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...