spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ეს არის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ვენდეტა, რომლის სათავეში...

“ეს არის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ვენდეტა, რომლის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი!” – მამუკა ხაზარაძე

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარში მწვავე შეფასებები გააკეთა პარტია ,,ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერცერთი განაჩენი ვერ შეცვლის მის სიმართლეს და რწმენას:

,,მე გპირდებით, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, პირდაპირ გეუბნებით – ჩემ შინაგან რწმენას, სიმართლეს, ჩემ შინაგან სამყაროს ვერაფერი ვერ დააკლდება ვერანაირად იმიტომ, რომ მე ვიცი რისთვის ვიბრძვი ჩემ მეგობრებთან ერთად, მე ვიცი რამხელა სიკეთე შეუძლია ამ ქვეყანაში თითოეულ თქვენგანს, თუ გავერთიანდებით და უარს ვეტყვით ამ ჭაობს. ეს არის ჭაობი! თუ გინდათ დარწმუნდეთ რატომ არის ჭაობი და საბჭოთა კავშირი, დიდი ბოდიში, მაგრამ შებრძანდით სასამართლოს საპირფარეშოში! თუ გინდა გაარჩიო რომელია საბჭოთა კავშირის მენტალობა უნდა შეხვიდე ან სასადილოში ან საპირფარეშოში – აი, ეს ჭაობია აქ!

კიდევ ვიმეორებ, როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს პროკურატურამ და სასამართლომ – მე ვარ ძალიან ამაყი, ჩემ მეგობრებთან ერთად, ჩემ ბადრისთან ერთად, რაც გავაკეთე. იგივეს გავაკეთებდი დღეს! იმიტომ, რომ ჩვენ ეს არ დაგვირეკლამებია 2008 წელს, რომ ასიათასობით ჩვენი მოქალაქე გადავარჩინეთ ანაბრების დაკარგვას, ჩვენს ხარჯზე. არასდროს არ გვითქვას და არ დაგვიმადლებია არავისთვის, რეკლამაც კი არ გაგავიკეთებია, 2000 ადამიანი ,,თიბისი“ ბანკიდან არ განმითავისუფლებია იმიტომ, რომ ჩემი ბიზნესი შემენარჩუნებინა.

ახლა, დღეს ჩვენ რაც შემოგვიტრიალეს და გვეუბნებიან, რომ თითქოს ჩვენ რაღაცა გავაკეთეთ. არ არსებობს არაფერი დედამიწის ზურგზე. იმიტომ, რომ 1993 წელს, როცა მე ბიზნესი დავიწყე 90-იანებიან წლებში, როცა იყო კუპონი, რუსული მანეთი და საერთოდ არავინ არ ვიცოდით ბიზნესი როგორ კეთდებოდა და გვეგონა, რომ ბიზნესის კეთება ეს არის ფულის კეთება 1993 წელს მე მივხვდი, რომ მე არ მინდა ვიყო ბიზნესში, რომლის მიზანი არის აგარაკის და უცხოური მანქანის ყიდვა.

მე მაშინ გადავწყვიტე, 24 წლის ბიჭმა, რომ მე მინდა ვაშენო ისეთი რამ, ჩემ მეგობრებთან ერთად, რომელიც ჩვენ ქვეყანას გაუთქვამს სახელს ქვეყნის გარეთ და მე ამას მივაღწიე!

– ბორჯომი ამოვიყვანეთ კრიმინალური ჭაობიდან და ამაზე ხმამაღლა ჩვენ არ გვისაუბრია;

– არასდროს არ მიგვიყიდია ის რუსებისთვის;

– შევქმენით უზარმაზარი საფინანსო ინტიტუტი, რომელსაც დღესაც კი 40% ჩვენი მოსახლეობა ენდობა და თავის დანაზოგებს ინახავს;

– 40% ეკონომიკის ფინანსდება ,,თიბისი“ ბანკიდან.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ის ბოტების შემოსევა, სადაც უნდათ, რომ პროცენტი და ყველა ის უბედურება ელემენტარული ხაზარაძესთან დააკავშირონ – არ გამოგივათ, არ ვცემ ამას პასუხს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ვენდეტა, რომლის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი!“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“იქნებ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე კატეგორიულად გამოიკვეთოს მოთხოვნები” – ბეჟან ჯავახია

26 მაისისთვის "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...