spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიმამუკა ჩხიკვაძე, კახა ნათაძე და ვალერი კანაშვილი -...

მამუკა ჩხიკვაძე, კახა ნათაძე და ვალერი კანაშვილი – ჩვენი ქვეყნის სამი მოქალაქე საოკუპაციო ზოლიდან გაიტაცეს, მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს გადადგით ქმედითი ნაბიჯები – თეონა აქუბარდია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე, რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ზოლიდან გატაცებულ საქართველოს სამ მოქალაქეზე გაამახვილა ყურადღება. აქუბარდიამ შესაბამის უწყებებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გატაცებული ყოფილი სამხედროა, რომელზედაც არაოფიციალური ინფორმაციით ფიზიკურად ძალადობა განხორციელდა:

ამ დარბაზში ხშირად ვსაუბრობთ შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით და იმ პოლარიზაციაზე, რომელსაც აქვს ადგილი ქვეყანაში, თუმცა ძალიან ცოტას ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, რუსულ ოკუპაციასა და იმ თანმდევ მოვლენებზე, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპაციიდან გამომდინარე.

გასულ კვირას ჩვენი ქვეყნის 3 მოქალაქე გაიტაცეს საოკუპაციო ხაზიდან, კერძოდ ზემო ნიქოზიდან – მამუკა ჩხიკვაძე, კახა ნათაძე და ვალერი კანაშვილი. თითქოს ყველა მივეჩვიეთ იმას, რომ განცხადება ოფიციალურად კეთდება, ამოქმედდება ცხელი ხაზი, პარტნიორები საქმის კურსში არიან, თუმცა განსაკუთრებით აქცენტი მინდა გავაკეთო იმ ფაქტზე, რომელიც არის მამუკა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, რომ ის არის ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი და ჩვენ ვიცით, როგორ ექცევიან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ყოფილ ძალოვნებს, ამიტომ მინდა მივმართო სახელმწიფო უწყებებს, უსაფრთხოების სამსახურს, შერიგების და საგარეო საქმეთა სამინისტროს ისევე, როგორც პარლამენტს – ყურადღება გამოვიჩინოთ და გავააქტიუროთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ისეთი სავალალო შედეგი არ დადგეს, როგორიც არაერთხელ გვინახავს. მამუკა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის არის ნაცემი, არ ვიცი რამდენად სწორია, რეალურია ეს ინფორმაცია, მაგრამ ფაქტია ვრცელდება.

გატაცებულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობები ამ დრომდე არ არსებობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სახელმწიფო უწყებებს აქტიური ძალისხმევისკენ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გატაცებული მალე დაუბრუნდეს ოჯახს.

მიმაჩნია, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და რუსული ოკუპაცია უნდა იყოს სამსჯელო საკითხი, ჩვენ კი უნდა გვქონდეს ქმედითი პოლიტიკა იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და ქვეყანა იმ გამოწვევებისგან, რომელსაც ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან,” – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დედა დამიბრუნეთ😣…” – ელისო კილაძის შვილი

სოციალურ ქსელში მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის შვილი...

ლელა ჯეჯელავა: “ანუ დიფსტეითი რუსეთია?”

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტების ჩამოთვლას ახდენს არა(რიტორიკული) შეკითხვითვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...