პარასკევი, მაისი 9, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისახალისო ამბები"ვისარგებლოთ პრეზიდენტებისგან კურთხეული სიყვარულის უფლებით და ჯვარი ეწეროს...

“ვისარგებლოთ პრეზიდენტებისგან კურთხეული სიყვარულის უფლებით და ჯვარი ეწეროს სექსუალურ საქართველოს” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ერთგვარ “ლირიკულ” გადახვევას ახდენს და შერიგების იდეის თავისებურ ეროტიკულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს:

რა მაგის პასუხია და გუშინ ვიკითხე, რომ შევრიგდებით, მერე რა ვქნათ მეთქი და გამოკითხულთა 69% კოცნაობის (ფრანგული გაგებაა, პროევროპული), “ზასაობის” (რუსეთის გავლენა იგრძნობა) ან სექსის მომხრეა განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის შერიგებულთან. მათგან 15% გამრავლების აუცილებლობასაც უსვამს ხაზს. გამოკითხულთა 10%-ს შერიგების არ სჯერა და “მტლაშა-მტლუშს” უწოდებს. 20 % შერიგებაზე თანახმაა, მაგრამ იმედოვნებს, რომ მოწყენილობა დიდხანს არ გასტანს და კონფლიქტის ახალი მიზეზი მალევე აღმოცენდება. საქმეს შევუდგეთო, სახელოებს იკაპიწებს 1% შუახნის მოქალაქე.

მაშასადამე, ამ სახელდახელო კვლევის შედეგებზე დაფუძნებით, ვასკვნი, – ერში, 18-დან 90 წლამდე ასაკის პოლიტიკურად შერეული რომანტიკული წყვილების დაკომპლექტების, ოჯახების შექმნისა და ჰაეროვანი (“ლაითი”) სიყვარულის უდიდესი რესურსია. მუშა-ხელის რაოდენობა პრინციპულად არ იცვლება.

მაშ, მოგვეცეს ლხენა, ვისარგებლოთ პრეზიდენტებისგან კურთხეული სიყვარულის უფლებით და ჯვარი ეწეროს სექსუალურ საქართველოს“, – წერს/ხუმრობს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...