spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის შურისძიება ჩემ ოჯახზე"...

“ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის შურისძიება ჩემ ოჯახზე” – ვატო წერეთელი

,,tv პირველის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვატო წერეთელი ავრცელებს საგანგებო განცხადებას მამის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პროკურატურა 4 დღეა არ სცემთ პასუხს, რომ მამამისი გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ეს არის პირადად ბიძინა ივანიშილის შურისძება, რომ დადგეს ლეტალური შედეგი მისი ოჯახის მიმართ:

,,6 თვის უკან მამას უმძიმესი ოპერაცია გავუკეთეთ. თირკმელზე ჰქონდა კიბო. რის შემდეგ, ახლა გვიწევს გასვლა ქვეყნის გარეთ. პროკურატურას 4 დღეა უკვე მივმართეთ, რომ მას მისცენ საშუალება გავიდეს სამკურნალოდ. პროკურატურა პასუხსაც არ გვცემს.

ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის შურისძიება ჩემ ოჯახზე. მას უნდა, რომ ჩემი ოჯახის წევრის ლეტალური შედეგი დადგეს. თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე ხნის უკან იმდენი ატარეს სასამართლო დარბაზში, რომ ბოლოს ადამიანი გულის შეტევით საავადმყოფოში მოახვედრეს.

ეს, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის შურისძებაა ჩემ ოჯახზე პირადად მე დავამტკიცებ. ადამიანმა 6 თვის უკან უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა, თირკმლის კიბოსი. დღეს რომ სასამართლოს არ გაჩენოდა რაიმე კითხვა, არიდება უნდოდა სასამართლოსი – გადავწიეთ ყველაფერი, რომ დღეს მიეცა მას ჩვენება. ჩვენებასაც იძლევა, მაგრამ ჩვენების მერეც კი 4 დღეა პროკურატურა ჩვენ არ გვეუბნება არანაირ პასუხს, რომ ადამიანი გადავიყვანოთ უცხოეთში და მას მიეცეს მკურნალობის საშუალება. ეს არის ჯალათების ხელისუფლება!

4 დღეა საერთოდ პროკურატურას წყალი აქვს პირში ჩაგუბებული და ხმას არ გვცემს. არც ღარიბაშვილის, არც არავის – ეს არის პირადად ივანიშვილის შურისძიება ჩემ ოჯახზე, რომ დადგეს მამაჩემის ლეტალური შედეგი. ამას მთელ საქართველოს დავუმტკიცებ, რომ ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის შურისძიება ჩემ ოჯახზე და ჩემ ტელევიზიაზე“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...