spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ შემოსულა ოფიციალურად სახელმწიფო საზღვარზე...

“ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ შემოსულა ოფიციალურად სახელმწიფო საზღვარზე და ის იმყოფება საქართველოში” – ლევან ვეფხვაძე

პროკურორი ლევან ვეფხვაძე განცხადება-განმარტებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საზღვრის გადმოკვეთის მარშრუტთან დაკავშირებით. მისი თქმით, გამოძიებამ კონკრეტული დეტალები დაადგინა სად და რა მდგომარეობაში გადაადგილდებოდა მიხეილ სააკაშვილი:

,,ერთია – ადამიანი, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, ოფიციალურად არ შემოსულა სახელმწიფო საზღვარზე და ის იმყოფება საქართველოში.

რაც შეეხება მეორე საკითხს, რამდენად გამოკვლეულია ის მტკიცებულებებით, რამდენად დგინდება საიდან წამოვიდა და რა მიმართულებით – საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საგამოძიებო-საპროცესო მოქმედების შედეგად დეტალურად არის დადგენილი, მათ შორის, უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვინ ეხმარებოდა. ეს იყო წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, ძალოვანი სტრუქტურიდან, რომელიც ეხმარებოდა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხში.

ასევე, დადგენილია საქართველოს სახელმწიფოში, კონკრეტულად, თუ სად, რა ვითარებაში, რა მდგომარეობაში გადაადგილდებოდა ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი” – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გვინდა რუსმა ბასიაჩკამ საქორწინო სუფრაზე არ დაგვი@@ას, რუსული ხელისუფლება უნდა შევცვალოთ” – ნიკა...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტს, პოლიტიკური პოზიცია-განმარტებებით ეხმაურება...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...