spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები" - კახა კალაძე...

“თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები” – კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართავს

საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, ჰკითხეთ მეგის ქარდავას და ზედმიწევნით გაჩვენებთ, რა იყო წამება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ზვიად კუპრავას შეკითხვაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს და მის ციხეში ყოფნას ეხებოდა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ბრალი აქვს წაყენებული სხვადასხვა საქმეზე და ამაზე პასუხი უნდა აგოს.

არავის სიამოვნებს ადამიანის დაჭერა-დაკავება და მისი საპატიმროში ყოფნა, ვინც არ უნდა იყოს ის. რა თქმა უნდა, ადამიანურად ეს სასიამოვნო არაა, მაგრამ როდესაც შენ გაქვს დანაშაული ჩადენილი, შექმენი ის სისხლიანი მმართველობა, ბოროტება, რომელიც იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ამაზე პასუხი უნდა აგო.

ზოგადად, ჩვენ თუ გვინდა ვიცხოვროთ და ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ საქმეებზე ბრალი აქვს წაყენებული და სასჯელი უნდა მოიხადოს.

საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს – მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება. თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – მიმართა კახა კალაძემ ოპონენტებს.

მისი თქმით, ოპოზიციის დამოკიდებულების გათვალისწინებით, მათთან თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს.

მე აღვნიშნე ჩემი მზადყოფნა ოპოზიციასთან თანამშრომლობისადმი. ჩვენ შეიძლება მეგობრები არ ვიყოთ და ვერც ვიქნებით, მაგრამ თანამშრომლობისკენ ნაბიჯი გადმოვდგით. სანაცვლოდ, შეურაცხყოფა მივიღეთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ გზით შესაძლებელია თანამშრომლობა, საქმის კეთება, არ ვიცი. მე სხვა პრინციპებით ვცხოვრობ. ამ დამოკიდებულებით თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს. ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...