საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მონახულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნავს, რომ მის შვილს უპირისპირდება სისტემა და კონკრეტულ ეჭვებს გამოთქვამს მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით:
,,მოგეხსენებათ, რომ ჩემ შვილს უპირისპირდება სისტემა. ახლა, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი შვილი არის სისტემის ხელში და ყველაფერი, რაც აქ ხდება კონტროლდება იმ სისტემისგან, რომლის მიმართ მე ნდობა არა მაქვს!
აქ რომ გადმოიყვანეს, რამდენიმე დღე თითქოს იყო უკეთესად ამ გადატანილი წამების შემდეგ, მაგრამ ნელ-ნელა ვატყობ, რომ მიდის უკან.
მე ექიმი არა ვარ, მე იმ ანალიზებს არ ვნახულობ და ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილება არის ასეთი, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლა, ეს არ არის რაღაც ჩვეულებრივი ნერვიულობა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის რაღაც მედიკამენტოზური, მაგრამ რა ფორმით ხდება ამის მიღება, არის იმ ჩამონათვალში, რომელიც ოფიციალურად არის დაფიქსირებული? მე არც ის მინახავს რა არის დაფიქსირებული!
Covid-19-ის შემდეგ, რაღაც გარკვეული დროის შემდეგ რომ გაესინჯა, რაღაცა დაუნიშნეს. იქ ერთი იყო რაღაცა, მაგრამ კარგად გრძნობდა თავს.
მე ხშირად დავდიოდი კიევში და ვხედავდი ნორმალურ, აქტიურ ადამიანს – ამ შემთხვევაში სრულიად სხვა სურათია.
ექიმები შეიძლება სრულიადაც კარგები არიან, მაგრამ ვის ხელშია, ვინ აკონტროლებს, მაგალითად, მის კვებას? ისევ სუსის ხელშია ყველაფერი”, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


