შაბათი, ივლისი 12, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპირადი სივრცე"ასე მოვიგეთ უხმოდ, უსიტყვოდ, მაგრამ ერთმანეთის ნდობითა და...

“ასე მოვიგეთ უხმოდ, უსიტყვოდ, მაგრამ ერთმანეთის ნდობითა და სიყვარულით…” – თეა მესხიძე

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში ექიმების გულისტკივილით, ემოციით, იმედებით აღსავსე მონათხრობებს ავრცელებს. კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, მარცხი თუ გამარჯვება, ტრაგიკული ფაქტის გამო გამოწვეული უზომო ტკივილი თუ გადარჩენილი სიცოცხლის შემდეგ გაზრდილი მოტივაცია, შემართება, იმედი და სიყვარული. ექიმი თეა მესხიძე ერთ ისტორიას გვიყვება:

პანდემია ნერვების ომია, უთანასწორო ბრძოლა, ჩასაფრებული მარცხით და კიდევ უფრო დიდი გამარჯვებებით, მაგრამ ამ ბრძოლაში წაგებული შერკინება გაცილებით უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა…

დიახ, ეს სხვა სივრცეა, ეს ის რეალობაა, რომელშიც, შვილზე, მეუღლესა და ყველაზე საყვარელ ადამიანებზე მეტად, პაციენტს სჭირდები და საკუთარ თავს განდობს… ის სტრესული გარემოა, რომელშიც ავადმყოფი გარკვეული დროის განმავლობაში რჩება, ამიტომ შენ, ექიმობის გარდა, გიწევს, ყველა მისი ძვირფასი ადამიანი ჩაანაცვლო, მისთვის ახლობელი გახდე, რათა დაგიჯეროს, მოგენდოს და არ შეეშინდეს.

მახსოვს, ინსულტიანი ქალბატონი გვყავდა, რომელსაც მეტყველება არ შეეძლო, ნახევარი სხეული გაჩერებული ჰქონდა და, წლების მანძილზე, ერთსა და იმავე გარემოში მყოფი, მოულოდნელად, ამხელა სტრესში აღმოჩნდა. მკურნალობის გარდა, ეს ადამიანი განსაკუთრებულ ემოციურ მხარდაჭერას ითხოვდა, უფრო მეტიც, ჩვენთვის გასაგები იყო, რომ ამ მხარდაჭერის გარეშე არც არაფერი არ გამოვიდოდა. სავსე რეანიმაციის ფონზე, მძიმე პაციენტების გარემოცვაში, ჩვენ მაინც ვიპოვეთ საერთო ენა, თვალებით ვსაუბრობდით და ყოველი ასეთი კონტაქტი, მადლიერების ნიშნად, კათეტერებით დახუნძლული, ჯანმრთელი ხელის გულზე მიტანით სრულდებოდა! ასე მოვიგეთ უხმოდ, უსიტყვოდ, მაგრამ ერთმანეთის ნდობითა და სიყვარულით… ნუთუ, ამისთვის არ ღირს ეს უმძიმესი პროფესია?! რამდენს ნიშნავს, როდესაც ადამიანებს ასე სჭირდები და შეგიძლია მათ სიცოცხლე აჩუქო!

წასვლის დროს, ჩვენმა პაციენტმა საწერ კალამსა და ფურცელზე მიმანიშნა. გამიკვირდა, მაგრამ მივაწოდე, სუფთა ქაღალდი ჯერ გულზე დაიდო, მერე ხელი მოათავსა და კალამზე მიმითითა, რათა კონტური მომეხაზა, მადლიერ თვალებში სიყვარულით სავსე ცრემლები გვიციმციმებდა ორივეს! ალბათ, ასე ჩნდება ემოციებითა და სიყვარულით სავსე ცხოვრებისეული ისტორიები, ნიშნები, სიმბოლოები, რომლებიც უბრალო მოხაზულობაზე გაცილებით მეტია…!

ახლა, ეს „უცნაურად“ დაწერილი წერილი და ჩვენთვის აწეული ხელი, ყოველ დილას გვახსენებს რომ იმაზე მეტი უნდა შევძლოთ, ვიდრე აქამდე შეგვეძლო… რომ ეს ომი უნდა მოვიგოთ და ამ ურჩხულს ვაიძულოთ, საკუთარი ხელით ვაწერინოთ ახალ-ახალი გამარჯვების ფერადი ისტორიები! რაც მთავარია, ახლა, როდესაც მეტი შესაძლებლობა, გამოცდილება და მტკიცებულება გვაქვს, სიკვდილი არ უნდა დავუშათ! აიცერით, გთხოვთ, აიცერით, თუნდაც იმიტომ, რომ არ წაართვათ შვილებს მშობლები, არ დააობლოთ ბავშვები… დღეს, როდესაც იარაღი ჩვენს ხელშია, ერთად აუცილებლად დავასრულებთ ამ ომს, ერთად გავუმკლავდებით!!!” – აცხადებს თეა მესხიძე.

„ერთად გავუმკლავდეთ“ – ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან შერკინების წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ. „კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი – ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი – „ერთად გავუმკლავდეთ“ – კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გაფუჭებულმა-გახრწნილმა “პოლიტპროდუქტმა” აგვიყროლა ჩვენი ლამაზი ქვეყანა!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის არაპირდაპირი მინიშნებები: "რომ...

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...