spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ...

კახა კალაძე: “სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს”

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. კახა კალაძის თქმით, ახლა მისთვის მთავარია საქმე და ის პროექტები, რაც დედაქალაქში მიმდინარეობს და სამომავლოდ უნდა განხორციელდეს.

მე თავს ვიკავებ სააკაშვილის შესახებ განცხადებების გაკეთებისგან. უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ახლა ჩემთვის მთავარი არის საქმე. უამრავი პროექტია გასაკეთებელი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც. ყველაფერი კეთდება ამისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული და ვინ არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობაზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ მისი უფლებები დაცულია, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური.

რა თქმა უნდა, ყველა პატიმრის უფლება არის დაცული. მე არ მინდა ამ საკითხზე პოლემიკაში შესვლა. შესაბამისმა სამსახურებმა დღეს გააკეთეს კომენტარი, რაც ვრცლად აჩვენებს, თუ როგორ არის მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული – სამედიცინო აღჭურვილობით, დამატებითი სამედიცინო ბრიგადებითა და ყველა საჭიროებით. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – პედიატრი ძმები, გიორგი...

"4 ოქომბრის საქმეზე" პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსი, გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის...

“ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთმა” საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მიმართვით სთხოვა შეისწავლონ დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ ზეწოლის...

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვს: "ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“ საერთაშორისო...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...