spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვიმოქმედოთ სწრაფად, სანამ ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების მიღწევის...

“ვიმოქმედოთ სწრაფად, სანამ ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა და ვიდრე მაღალი რისკის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ გადაზრდილა რეალურ ფიზიკურ დაპირისპირებაში” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება ერთი მხარის გამარჯვებისა და მეორის დამარცხების ხარჯზე. ვაშაძის თქმით საჭიროა გონივრული, პრაგმატული კომპრომისები ყველა მხრიდან, რისთვისაც ის პოლიტიკურ პარტიებს არა რომელიმე ჯგუფის, ოპოზიციის ან ხელისფლების გამარჯვების სამოქმედო გეგმას, არამედ სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საქართველოს გამარჯვების სტრატეგიას სთავაზობს:

პოლარიზებისა და გამწვავებული კომფრონტაციის ფონზე მაღალია სამოქალაქო დაპირისპირების რისკი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ პასუხისმგებლობის ხელისუფლებისთვის დაკისრება არ ამცირებს იმ საფრთხეებს, რასაც რეალური ფიზიკური სამოქალაქო დაპირისპირება მოუტანს, როგორც ქართულ სახელმწიფოს, ისე მის მოქალაქეებს.

ქაოსი და არეულობაა სწორედ ის მთავარი მოკავშირე, რომელსაც რუსეთი იყენებს მეზობელ სახელმწიფოებში პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მიღწევისთვის. შესაბამისად, შექმნილ ვითარებაში გამოსავლის ძიება და პოლიტიკური კრიზისის ფიზიკურ სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაზრდა ყველას პასუხისმგებლობა და მოვალეობაა.

ვთვლით, რომ პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება ერთი მხარის გამარჯვებისა და მეორე მხარის დამარცხების ხარჯზე. საჭიროა გონივრული, პრაგმატული კომპრომისები ყველა მხრიდან, რისთვისაც გთავაზობთ არა რომელიმე ჯგუფის, ოპოზიციის ან ხელისფლების გამარჯვების სამოქმედო გეგმას, არამედ სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საქართველოს გამარჯვების სტრატეგიას.

1. პოლიტიკური დიალოგის დაწყებისთვის პირველ გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯად მიგვაჩნია საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გარანტიების შექმნა და ამ მიზნით მისი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა;

2. ვინაიდან, საერთო და საყოველთაოდ აღიარებული აზრია საქართველოში არსებული პოლიტიკური მართლმსაჯულება და სამართლიანი სასამართლოს არარსებობა, აუცილებელია იმ სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებში გამოიწვევს ნდობას და მოკლე დროში უცხოელი მოსამართლეების მონაწილეობით შექმნის სამართლიანი სასამართლოს პირობებს მიხეილ სააკაშვილისთვის და მომავალში მსგავსი ტიპის საქმეებზე;

3. პარლამენტმა გონივრულად მოკლე ვადებში უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, რომელიც განსაზღვრავს და შექმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეალურ გარანტიებს;

4. პოლიტიკური კრიზისის დროული და მყისიერი გადაჭრისათვის აუცილებელია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ერთი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების სამივე მოსმენით მიღება რეგლამენტით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადაში;

5. დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსია მმართველობითი ფორმის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც გაითვალისწინებს გაზრდილი უფლებამოსილების ფარგლებში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის შესაძლებლობას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რაც მინიმუმამდე დაიყვანს პირდაპირი გზით არჩეული რეალური ლეგიტიმური ძალაუფლების მქონე სახელმწიფო მეთაურის – პრეზიდენტის პირობებში არაფორმალური მმართველობის რისკებს;

6. მომზადდეს თვითმმართველობის რეფორმის ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შექმნის თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეალურ საფუძვლებს, რაც თავის თავში გააერთიანებს ადმინისტრაციულ და ფისკალურ დეცენტრალიზაციას;

7. ძალაუფლების განაწილება მოხდეს 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, დამატებით იმ პირობის გათვალისწინებით, რომ გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, აირჩევს საქართველოს პარლამენტი იმ პარლამენტის წევრების უმრავლესობის წარდგინებით, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობაში.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს საქართველოში, გავლენიან არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს (ევროკავშირი, აშშ.) აქტიურად და დროულად ჩაერთონ აღნიშნული სამოქმედო გეგმის შინაარსის სრულყოფაში და მისი გათვალისწინებით მოხდეს შემდგომი არჩევნების თარიღზე შეთანხმება.

ვიმოქმედოთ სწრაფად, სანამ ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა და ვიდრე მაღალი რისკის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ გადაზრდილა რეალურ ფიზიკურ დაპირისპირებაში, რაც ნებისმიერ შემთხვევაში შეუქცევად და დამაზიანებელ პროცესებს გამოიწვევს ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უნდა პოლიტიკას მიაბას ამ საწყალი ხალხის პრობლემა” – ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კონკრეტულ...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” –...

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...