spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სამედიცინო კაბინეტში საჭმელად არავინ დადის, იქ სამედიცინო მანიპულაციას...

“სამედიცინო კაბინეტში საჭმელად არავინ დადის, იქ სამედიცინო მანიპულაციას უტარებენ პაციენტებს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებთან დაკავშირებით, დეტალურ განმარტებებს აკეთებს და პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს:

რა კადრები გამოაქვეყნა დღეს ივანიშვილმა? – ზუსტად ის, რაც დაწერა სახალხო დამცველმა და არაერთხელ ვთქვი მეც, რომ მედპუნქტში ექიმებისგან ვიღებდი კონსილიუმის გამოწერილ მინერალურ და მიკროელემენტურ დანამატებს, რაც წონის კლების პირობებში, აუცილებელია სასიცოცხლო მაჩვენებლების, პულსის, გულისცემის და მინიმალური გლუკოზის მისაღებად.
სამედიცინო კაბინეტში საჭმელად არავინ დადის, იქ სამედიცინო მანიპულაციას უტარებენ პაციენტებს. სამედიცინო კაბინეტში ოფიციალურად აყენია ვიდეოკამერები, ოღონდ არა გამოქვეყნების, არამედ უსაფრთხოების მიზნით. რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ იწერდნენ და სხვა თუ არაფერი, ეს კიდევ აბსურდულს ხდის ამ ვიდეოკადრებს.

ამას გარდა, ყველაფერზე, რასაც ციხეში ვიღებ, აქაური წესებით ხელს ვაწერ და ამ კონკრეტულ „კონსერვებზე“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს. არც მაგიდაზე ან სადმე სხვაგან არ ჩანს ეს ქილები, არადა თვალთვალის კამერები ძალიან თანამედროვეა და შეეძლოთ ადვილად დაეზუმათ და ეჩვენებინათ.

კვლავ ვიმეორებ, საკვების მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკანში და მეტი არსად, ხოლო სამედიცინო ოთახში შეგიძლია მიიღო მხოლოდ ექიმების მიერ გამოწერილი მედიკამენტები, სხვადასხვა ფორმით – ტაბლეტის, გადასხმის თუ სითხის სახით. სწორედ ამგვარი განმარტება მივიღე ყველა გამოქვეყნებულ შემთხვევაში, რომ ვიღებ წამლებს.

კადრების სრულიად სამარცხვინო და დანაშაულებრივი გამოქვეყნებით, მე ნამდვილად ვერაფერი დამაკლეს. უფრო, პირიქით, ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად ვშიმშილობ და, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო ფორმაში არ ვიმყოფები. ამ კადრების გამოქვეყნებით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც დღეს მე განმიცხადეს, რომ დღემდე არ დამირღვევია შიმშილობის ნორმები და ის, რასაც ვიღებ ექიმის დანიშნულებით, არ წარმოადგენს კვებას. იგივე უთხრეს სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც, რაც აისახა კიდეც მის დღევანდელ დასკვნაში.

ყველაფერი ზემოთაღნიშნულის ფონზე, შაბათ დილიდან უკვე არ ვიღებ აღარანაირ დანამატს, რომელზეც წერილობითი თანხმობა მქონდა მიცემული კონსილიუმისთვის. ახლა ჩემი მდგომარეობა ისედაც ყოველდღე უარესდებოდა და ალბათ, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება მოვლენები. მიუხედავად ამისა, ამოუწურავია ჩემი რწმენა, რწმენა გამარჯვების და თავისუფლების. განსაკუთრებით, ციხესთან დღევანდელი უპრეცედენტო სოლიდარობის აქციის შემდეგ, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ იქ მყოფს.

და მთავარი, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა, ოლიგარქის მიერ მიტაცებული ხელისუფლების დაბრუნებაა მისი ჭეშმარიტი და ერთადერთი მფლობელის, ქართველი ხალხისთვის. ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს, მათ შორის, ჩემმა საკითხმაც არ უნდა შეგვიცვალოს მთავარი ფოკუსი – მოპარული არჩევნების დაბრუნება და ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან!“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ყველას შეგეხებათ და ყველას ჯიბეს გაანადგურებს ეს წყობა” –...

საქათველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. ორგანიზაცია “საზოგადოება...

“ბიძინას გათვლით, დასავლეთის სიჯიუტე და პრანჭვა ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს, აღიარონ მასთან მარცხი”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...