spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" დაუფარავად ცდილობს საბოლოოდ, პოლიტიკურად გაიფორმოს სასამართლო...

“ქართული ოცნება” დაუფარავად ცდილობს საბოლოოდ, პოლიტიკურად გაიფორმოს სასამართლო ხელისუფლება – პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელი”

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელი” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაარღვია სასამართლოს რეფორმებთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად უნდა განახორციელოს:

“ქართული ოცნება” ახლა უკვე დაუფარავად ცდილობს საბოლოოდ, პოლიტიკურად გაიფორმოს სასამართლო ხელისუფლება და იმ ფორმალური პროცედურების დარღვევასაც კი აღარ ერიდება, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამჭვირვალედ განხილვასა და შერჩევას გულისხმობს.

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაარღვია სასამართლოს რეფორმებთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად უნდა განახორციელოს.

“ქართული ოცნება” სერიოზულ დაბრკოლებად იქცა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ის რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: 31 ოქტომბერს საქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩია.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის”
მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“ნომინალური დემოკრატიის შექმნა და დასავლური ორიენტირი პრაქტიკულად ხელახლაა დასაწყები” – არჩილ გამზარდია

სომხეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) მე-8 სამიტზე მთავრობის...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა, მერამდენე უკვე სათვალავი მერევა…” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...