პარასკევი, ივნისი 27, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმეც ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას შექმნილ პრობლემაზე - ნათია...

მეც ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას შექმნილ პრობლემაზე – ნათია თურნავა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მოუსმინეს. შეხვედრა საკმაოდ მწვავე დებატებისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. დეპუტატების არაერთი ხისტი პოზიციისა და უმწვავესი შეკითხვების მოსმენა უწევდა მინისტრს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირება მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის. აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრი სახელმწიფოსა და პირადად მის პასუხისმგებლობასაც ხედავს.

ის რაც მოხდა, რასაკვირველია, იყო ძალიან სამწუხარო გაუგებრობა. და როდესაც მსგავსი ფაქტი ხდება, რა თქმა უნდა, ძირითადი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროსი და ეკონომიკის მინისტრისაც. მეც ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას, ამ შექმნილ პრობლემაზე და არა მარტო. მე ამასთან დაკავშირებით დავინახე ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი გამოწვევა და საჭიროება, მთლიანად ენერგეტიკის დარგის რეფორმირების. ანუ პანკისის და სხვა რამოდენიმე მსგავსმა შემთხვევამ, როდესაც ძალიან საჭირო ქვეყნისთვის პროექტები, ცუდი კომუნიკაციის გამო ბრკოლდება და ვერ ხორციელდება დროულად, ამან დაგვანახა, რომ ჩვენი ენერგეტიკის სექტორი საჭიროებს სწრაფ რეფორმირებას, მათ შორის, კომუნიკაციის ნაწილშიც. უკეთესი კომუნიკაცია, რომელიც აშკარად აკლდა ამ კონკრეტულ შემთხვევას” – განაცხადა ნათია თურნავამ.

მნიშვნელოვანი იყო ანალიკიის პორტის მშენებლობის საკითხის განხილვაც.

სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არასოდეს მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პორტისთვის დამაზიანებელი იქნება” – განაცხადა მინისტრმა.

კომიტეტის სხდომაზე მრავლად იყო უხერხული შეკითხვა-პრეტენზიები:

ადევნებდა თუ არა თვალყურს ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებს ტელევიზიით?” – გიგა ბოკერია;

“რემენა” იცით ვინ არის, ქალბატონო ნათია? “რემენა” გაგიგიათ ესეთი ვინმე? – გიგა ბოკერია;

რატომ ყიდის რუსულ გაზს აუქციონზე საქართველო და რა დატვირთვა აქვს მას. რატომ შემოვიყვანეთ “გაზპრომი”, როგორც სომხეთისთვის ტრანზიტად მიმწოდებლის ნაცვლად საქართველოს, ასე ვთქვათ, ჯანსაღ ეკონომიკაში, როგორც მეტასტაზი, როგორც კომერციული სუბიექტი?” – რომან გოცირიძე;

21-ე საუკუნეში კვებაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ. ადამიანები ითხოვდნენ, რომ სადაც ზიან იქ რომ ეს ურიგდებათ, პაკეტები – დღიური რაციონი ლარი და ოთხმოციანი, რომ იმის მაგიდა მაინც მოაწყონ და ძაღლებივით ფეხზემდგომელებმა არ ჭამონ. ეს საკითხი მაინც თუ დააყენეთ და შეათანხმეთ, რომ მათ ჰქონდეთ დაჯდომის და ისე ჭამის უფლება?” – დავით ჭიჭინაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

პაატა მანჯგალძე: “ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ. ცოტა წინ გაიხედეთ და...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" ლიდერების...

“ევროპარლამენტმა მორიგი “რაკეტა” ესროლა საქართველოს მორიგი რეზოლუციის სახით, თან კასეტურ ვარიანტში, რომ გაფანტული ნაღმები...

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი, ზაალ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...