spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელიმიხეილ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შს სამინისტრო

მიხეილ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შს სამინისტრო

დღეს, 2019 წლის 4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დაკავებულია მიხეილ კალანდია.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ მკვლელობას.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში:

დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მიხეილ კალანდია.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უკვე რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად შეუჩერებლად აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ, სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში დღემდე სხვადასხვა მუხლით ათამდე პირია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი ამ დროის განმავლობაში, აქტიურად მუშაობდა, მკვლელობაში, მიხეილ კალანდიას შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც მიხეილ კალანდიას მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის ეჭვი გაამყარა.

სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა, გამოყოფილი საქმის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე. გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობის შესახებ. შესაბამისად 2019 წლის 4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია მიხეილ კალანდია” – განაცხადა შს სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ ბორცვაძემ.

როგორც აღინიშნა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა სააპელაციო საჩივრების განხილვა ქ.თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე და 2019 წლის 3 ივნისის გამოაცხადა გადაწყვეტილება.

“არავინ იფიქროს, რომ ან მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი, ბრძოლა იქნება ბოლომდე” – განაცხადა ზაზა სარალიძემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...