spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი გახარია: "სააკაშვილი დღეს არავინ არ არის, კარიკატურული...

გიორგი გახარია: “სააკაშვილი დღეს არავინ არ არის, კარიკატურული ფიგურაა”

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მედიის კითხვებს უპასუხა რა მოჰყვება თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა:

ამას არაფერი არ მოჰყვება. ჯერ ერთი არ ჩამოვა, მეორე – ვერ ჩამოვა და მის ჩამოსვლას ვერაფერი ვერ მოჰყვება იმიტომ, რომ გასამართლებული ადამიანის ადგილი, რომელიც ჩამოვა საქართველოში – რა თქმა უნდა ციხეშია. და მერე თუ ოცნებამ გაბედა, ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი და თუ გაბედა და საერთოდ ხმა ამოიღო, როგორც უკვე ნელ-ნელა ლაპარაკი დაიწყეს ამნისტიაზე – აი ამას მოჰყვება მერე ადამიანების, რიგითი მოქალაქეების უძლიერესი გაბრაზება და მრისხანება და მერე ვნახოთ რა მოჰყვება,“ – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.

დამნაშავის ადგილი არის ციხეში, მორჩა!“ – ასე პასუხობს გიორგი გახარია მედიის კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედებდა თავად, სააკაშვილის ჩამოსვლისას, ის რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყოს.

მთავრობის ყოფილი მეთაური, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას, ოცნების ინტერესს უკავშირებს.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, რაღაც „ფეიქ“ რაღაცის დადება – ეს ზღაპრები არის ოცნების მიერ მოგონილი, რომელსაც აგორებენ თავისი მომხრეების მობილიზებისთვის – ამის იქით აქ არაფერი არ არის. თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას ეს, რა თქმა უნდა, იქნება ოცნებასთან შეთანხმებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე როგორც მელია – ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ესენი დღეს რას ამბობენ – უბრალოდ ოცნებას დასჭირდა მაშველი რგოლი რომ ადამიანები შეაშინოს რაღაცით, ახლა აშინებენ ამით.

ეს 2 ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს და როგორც კი საჭირო ხდება, გამოჩნდება რაღაც აჩრდილ – სააკაშვილი დღეს არავინ არ არის, მისი პოლიტიკური რეპუტაცია არის ნული, კარიკატურული ფიგურაა. ერთადერთი მნიშვნელობა თუ რამე აქვს – აქვს ოცნებისთვის და გამოაძრობენ ხოლმე მაშინ, როცა გაუჭირდებათ. თუ მოხდა სასწაული და ოცდამერვეჯერ ჩამოვიდა – რა თქმა უნდა ეს ოცნებასთან შეთანხმებულია – მის გარეშე ეს წარმოუდგენელია და რაც მერე მოხდება და ოცნება რასაც იკადრებს – ზუსტად იმავეს, როგორც მელიას გაუკეთა ამნისტია“, – მიაჩნია გიორგი გახარიას.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აბსოლუტური ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია…” – ელენე ხოშტარია

მაღალ ფასებთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობა-განხილვებს საპატიმროდან ეხმაურება "კოალიცია ცვლილებებისა"...

“4 მაისს სოფელ ძევრში იხსნება გიგა ავალიანის სახელობის სამკითხველო კუთხე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე საზოგადოებას აცნობებს, რომ 4 მაისს...

“უნდა პოლიტიკას მიაბას ამ საწყალი ხალხის პრობლემა” – ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...