პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარს აკეთებს ფარული ჩანაწერებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ საქართველოში არ ხორციელდება დიპლომატებზე მოსმენა. მისი თქმით, მმართველი ხელისუფლება ემსახურება მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებს:
,,ვერცერთი საინტერესო ინფორმაცია ვერ მოვისმინეთ, შეუძლიათ გააგრძელონ ერთობლივად… გვარამია, მელაძე, გახარია, ხოჯევანიშვილი – შეუძლიათ კიდევ გამოყარონ დამატებით ინფორმაციები.
თუ რაიმე საინტერესოს ვიხილავთ არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ვერცერთი საინტერესო ინფორმაცია მათ ვერ გამოაქვთ. თუ ვინმეს უსმენდნენ ისინი წარსულში შეუძლიათ თავისთვის შეინახონ, მაგრამ რატომ და რისთვის უსმენდნენ?! როგორ, რატომ ინახავდნენ?! – ეს არის მათთვის დასასმელი შეკითხვა!
არანაირი დიპლომატების მოსმენა საქართველოში არ ხორციელდება. მომავალში რას გამოაგდებენ მელაძე, გვარამია, გახარია და ხოჯევანიშვილი, ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენებს.
რაც მეტს მოუსმენს ხალხი ,,ქართულ ოცნებას”, მით უკეთესი.
მე გეტყვით ერთადერთ რამეს – ,,ქართული ოცნება” ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგვისმინოს და უკეთესიც არის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


